მსახიობი გივი ბერიკაშვილი ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში მივიდა.
როგორც ბერიკაშვილმა განაცხადა, ის ივანიშვილის რეზიდენციაში მისთვის მადლობის გადასახდელად მივიდა. "ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, ხომ არ აპირებს ბიზნესმენთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას ან მრჩეველთა საბჭოს წევრობას, გივი ბერიკაშვილმა განაცხადა, რომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ აქვს.
"ოთხი თვის განმავლობაში ვიწექი, ბიძინა ივანიშვილი ძალიან დამეხმარა და მინდა მადლობა გადავუხადო. მე იგი დიდი ხანია, არ მინახავს", - აღნიშნა გივი ბერიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს ცოტა ხნის წინ შეხვდა ასევე პოეტი დათო მაღრაძე.