ქართველი მამაკაცები უკრაინაში სასურველ სასიძოებად მიიჩნევიან

ქართველი მამაკაცები უკრაინაში სასურველ სასიძოებად მიიჩნევიან

ქართველი მამაკაცები უკრაინაში სასურველ სასიძოებად მიიჩნევიან. ქვეყანაში, სადაც შერეული ქორწინებები ძალიან პოპულარულია, ქართველი სასიძოები რუსი და მოლდოველი მამაკაცების შემდეგ რჩეულთა სამეულში შედიან.

ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ფოკუსი" წერს, მონაცემები გაცნობის სააგენტოების შედეგებს ეფუძნება. უცხოელზე გათხოვება რამდენიმე წელია უკრაინელ გოგონების ყველაზე დიდი გატაცებაა. უცხოელ სასიძოებზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ თითქმის ყველა ქალაქში რამდენიმე გაცნობის სააგენტო სწორედ უცხოელი "მეორე ნახევრის" მოძიებაზე მუშაობს. მართალია, ევროპაში გათხოვების მსურველი ბევრია, მაგრამ სააგენტოების მონაცემებით, ისინი რუს, მოლდოველ და ქართველ მამაკაცებს პოპულარობით საგრძნობლად ჩამორჩებიან.

ქართველი საქმროები რომ უკრაინაში პოპულარულები არიან, ამაზე ის საიტებიც მიუთითებენ, რომლებიც გაცნობას და სასურველ მეწყვილესთან შეხვედრის მოწყობას მსურველს პირდაპირ საქართველოში სთავაზობენ. ერთ-ერთ მათგანზე ასეთი მსურველის 2 მილიონამდე ანკეტაც ინახება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ინტერესი უკრაინელი გოგონების მიმართ ქართველი მამაკაცების მხრიდანაც ძალიან დიდია.

"უკრაინელი ქალები მოსიყვარულენი არიან და ქმრის პატივისცემა გენებში აქვთ გამჯდარი, მათ შორის ძალიან ცოტაა მწეველი, ალკოჰოლს თითქმის არავინ მოიხმარს", - ეს ხარკოვის საქორწინო სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებაა, რომელიც ქართველებსაც ძალიან იზიდავს. იქვე აღნიშნულია, რომ იქაური გოგონები დიდი პრეტენზიებით არ გამოირჩევიან და მათი შენახვა იოლია.

"ქართველი სასიძოების" თემა უკრაინაში განსაკუთრებით პოპულარული იყო შარშან, როცა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. იმ დროისთვის ქვეყნის საზღვარი დამკვირვებლის სტატუსით 3 ათასამდე ქართველმა მამაკაცმა გადაკვეთა, რომელთა ასაკი, ძირითადად, 25-45 წელი იყო. პრესამ ეს მონაცემები ირონიული შეფასებებისთვის კარგად გამოიყენა და ქართველ დამკვირვებლებს "სასიძოების დესანტი" უწოდა. უკრაინული გამოცემები წერდნენ, რომ ბევრმა მათგანმა საბაჟოზე გავლისას ვიზიტის მიზნად სწორედ უკრაინელ გოგონებთან დაგეგმილი შეხვედრა დაასახელა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"