"ქართუ ბანკში" სოლიდარობის ნიშნად ანაბარი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გახსნა.
ბანკის ცენტრალურ ოფისში, ჭავჭავაძის გამზირზე და სხვა ფილიალებში ადამიანების რიგები დგას, რომლებსაც ანაბრების გახსნა სურთ.
როგორც "ქართუ ბანკში" მისული ადამიანები აცხადებენ, ამ ფორმით მათ სურთ მხარდაჭერა გამოხატონ, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე ბანკის მიმართ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ მათზე ზეწოლა ხორციელდება.
სოლიდარობის აქციის შესახებ მათმა ნაწილმა ტელევიზიით, ნაწილმა კი სოციალური ქსელებით შეიტყო. სოლიდარობის აქციის მონაწილეების განცხადებით, სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა ფორუმებზე აქტიურობა კვლავ გრძელდება და "ქართუ ბანკში" ანაბრის გახსნას კიდევ უფრო მეტი ადამიანი აპირებს.
მხარდამჭერ აქციას ბანკის გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა "პალიტრა ტვ"-ს განუცხადა, პირადად მისთვის, "ქართუ ბანკისთვის" და მისი დამფუძვნებლის ბიძინა ივანიშვილისთვის ანაბრებზე შეტანილი თანხის ოდენობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, გაცილებით მნიშვნელოვანი საზოგადოების მხრიდან გამოხატული თანადგომაა.
იხილეთ ვიდეო