ბიძინა ივანიშვილი - შუშის ხიდს უმეცრების მეტს ვერაფერს დავარქმევ

ბიძინა ივანიშვილი - შუშის ხიდს უმეცრების მეტს ვერაფერს დავარქმევ

ბიძინა ივანიშვილი შუშის ხიდს იწუნებს.

"შუშის ხიდი უნიკალურია სააკაშვილის სახის საჩვენებლად. მან რამდეჯერმე თქვა, რომ არქიტექტურა იტაცებს. მე აქტიურად ვთანამშრომლობ მსოფლიოს ცნობილ არქიტექტორებთან. ვინც ჩემთან ჩამოდის, ყველას ნანახი აქვს შუშის ხიდი და გაოგნებულები არიან. ვინ მოიფიქრა ისეთი ხიდი, სადაც არქიტექტურის ყველა კანონიკაა დარღვეული და არც ხიდად ვარგაო", - აცხადებს ივანიშვილი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ ხიდის ავტორი არქიტექტორი კი არა დიზაინერია.

"შუშის ხიდს უმეცრების მეტს ვერაფერს დავარქმევ... სააკაშვილის პორტრეტი თუ გინდათ, შეხედეთ შუშის ხიდს და მკაფიოდ დაინახავთ მის სახეს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ მას ვერ გაუცნობიერებია ერთი რამ - არ შეიძლება ერთმა კაცმა ყველაფერი იცოდეს", - განმარტავს ბიზნესმენი.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" 7 ნოემბერს გამოქვეყნებული ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"