კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:11 / 29-01-2016
როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი და რა უნდა ვიცოდეთ, რომ უბედური შემთხვევისგან დაზღვეული ვიყოთ
ზამთრის სეზონზე გამათბობელი საშუალებები მომხმარებლისგან დიდ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. ყოველწლიურად ფიქსირდება გაზის გამათბობლებით გამოწვეული უბედური შემთხვევები. ბოლო დღეებში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვალების არაერთი ფაქტის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.
რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ ზამთრის სეზონი მაქსიმალურად უსაფრთხოდ გავატაროთ. ჩვენს შეკითხვებს "ყაზტრანსგაზი" პასუხობს.

- ყველამ ვიცით, რომ უსაფრთხოა ის გამათბობლები, რომლებიც ნამწვს ბინის გარეთ უშვებენ. მაგრამ სხვა გამათბობლებითაც სავსეა ბაზარი, შეუძლებელია ყველა სასიკვდილო იყოს. რა არის მთავარი კრიტერიუმი, რასაც გამათბობელი უნდა აკმაყოფილებდეს?
- კატეგორიულად აკრძალულია გაზით მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელისა და წყალგამაცხელებელ ხელსაწყოთა მონტაჟი და ექსპლუატაცია, რომლებიც წვისათვის საჭირო ჰაერს სათავსოდან იღებენ, წვის პროდუქტი კი კვამლსადენების მეშვეობით არ გაიწოვება. წვის პროდუქტები სათავსოში არ უნდა რჩებოდეს. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს გაზქურები.

ასევე იკრძალება გაზის ხელსაწყოების გამოყენება, თუ მასზე არ არის დამონტაჟებული ჩამკეტი მოწყობილობა და სათავსოში არ არის საკვამლე-სავენტილაციო არხები.

არ დაამონტაჟოთ გამათბობელი იმ ოთახებში, რომლებიც განკუთვნილია ძილისა და დასვენებისთვის.

- როცა მთელი ზაფხულის განმავლობაში გამათბობელი გამორთულია, მის გამოყენებამდე რაიმე სახის შემოწმების ჩატარება აუცილებელია?
- გაზის მოწყობილობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე დიდი ხნით უმოქმედოდ იყო, აუცილებლად საჭიროებს პროფილაქტიკურ მომსახურებას. მოწყობილობების უმოქმედობის დროს შესაძლოა ონკანის საცხის გაშრობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაზის გაჟონვა და უბედური შემთხვევა.

დიდი ხნით ხმარებიდან გამოსული გაზის მოწყობილობებით სარგებლობა მისი საჭირო პროფილაქტიკური შეკეთების გარეშე სახიფათოა.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" აცნობს ყველა აბონენტს, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ აირს, 15 და მეტი დღით ქალაქიდან გამგზავრებისას უნდა აცნობონ შესაბამისი რაიონების გაზის ბიზნესცენტრებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, რათა მოხდეს გაზზე მიერთებული ხელსაწყოების გამორთვა-დახშობა და შესაბამისი აქტის გაფორმება.

- ზოგჯერ გასათბობად ჩვეულებრივ გაზქურას ვიყენებთ. ეს სახიფათოა?
- ეს კატეგორიულად აკრძალულია, რადგან შეიძლება მოჰყვეს უბედური შემთხვევა: ადამიანის მოწამვლა, გაგუდვა და ხანძარი ბინაში.
წვის შედეგად გამოიყოფა ნახშირორჟანგი, მისი დაგროვება კი ოთახიდან ჟანგბადს განდევნის და ადამიანი ჟანგბადის უკმარისობით იგუდება.

- შეიძლება ბინაში ვიგრძენით საეჭვო სუნი, ან ვეჭვობ, რომ გამათბობლიდან ან გამაცხელებლიდან გაზი ჟონავს. სანამ სპეციალური სამსახური მოვა დასახმარებლად, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ?
- თუ სათავსოში იგრძნობა გაზის სუნი, სასწრაფოდ შეწყვიტეთ გაზის მიწოდება, დაკეტეთ ყველა ონკანი, გააღეთ ფანჯრები და შემდეგ გამოიძახეთ საავარიო სამსახური. დატოვეთ შენობა. ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება ასანთის ანთება, მოწევა, ელექტროხელსაწყოების ჩართვა-გამორთვა, ელექტროზარის გამოყენება; გაჟონვის შემოწმება ღია ცეცხლით.
თუ იგრძნობა გაზის სუნი სარდაფში, სადარბაზოში, ეზოში ან ქუჩაში, შეატყობინეთ გაზის მეურნეობის საავარიო სამსახურს. დაზიანების ადგილი ხალხმა უნდა დატოვოს.

- რა შემთხვევაში შეიძლება აფეთქდეს ბუნებრივი აირი?
- თუ დახურულ სივრცეში ბუნებრივი აირის გაჟონვა მიმდინარეობს. გარკვეული კონცენტრაციის შემდეგ შეიძლება თვითაალება მოხდეს და თუ ეს არ მოხდა, საკმარისია ასანთის ანთება ან სიგარეტის მოკიდება, რასაც აფეთქება მოჰყვება. მსგავს აფეთქებას საშინელი ძალა აქვს, შეიძლება სახლიც კი დაანგრიოს. ზოგჯერ წვის პროცესის დროს ხდება ალის შეწყვეტა, ბუნებრივი აირი აღარ
You must have Flash Player installed in order to see this player.
იწვის და ოთახში გროვდება, რაც ასევე საშიშია.

-  უხარისხო გამათბობლისგან გამოწვეული უბედური შემთხვევები გასაგებია, მაგრამ როცა ხარისხიანი გამათბობელი გიდგას, წვისთვის საჭირო ჰაერიც გარედან შემოდის და ნამწვიც გარეთ გაედინება, ნამდვილად დაზღვეულები ვართ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ დაზღვეულები ვიყოთ?
- თუ ხარისხიანი გამათბობელი გაქვთ და მისი დამონტაჟებაც სპეციალისტის მიერ ყველა წესის დაცვით მოხდა, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ მისი შემოწმება და გაწმენდა. ესეც სპეციალისტმა უნდა განახორციელოს.

ნანა ჩხაიძე
AMBEBI.GE
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მსგავსი სიახლეები
ავტოფარეხს საცხოვრებელი დანიშნულებით იყენებდნენ
"ა­რა მხო­ლოდ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე რე­ა­გი­რებს, ჰა­ე­რის გაწ­მენ­და და წყა­როს გა­და­კეტ­ვაც შე­უძ­ლი­ა"
თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გაზის მკვეთრი სუნი ტრიალებდა
აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია
"თელასის", "ყაზტრანსგაზის", "აუთდორ.ჯის", "ალმა+"-ის, "კავკასუს ონლაინისა" და "სილქნეტის" წარმომადგენლებთან
+VIDEO| სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში დაბალხარისხიან გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაციას ახდენდა
მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაციის გამო, მას "ფეისბუქმა" Very Responsive სტატუსი მიანიჭა
21 იანვარს ნაძალადევის რაიონში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 07-12-2016  Image "ოჯახი არ მყავს და ჩემი შვილი როგორ გაიტანდა ადამიანს?" - რას პასუხობს მამა ბართლომე ცოტნე გამსახურდიას
"ვნახე ცოტნე გამსახურდიას პოსტი, აშკარად ჩემზე წერს..."
20:17 / 07-12-2016  Image 40 წლის მამაკაცმა საავადმყოფოში 12 წლის ფეხმძიმე გოგონა მიიყვანა და მას საკუთარ ცოლს უწოდებდა
პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ბავშვს აუპატიურებდა
12:52 / 07-12-2016  Image განსხვავებული ბრაზილია - ვილა მიმოზას ბორდელების ამაზრზენი რეალობა
რა ვიცით ბრაზილიის შესახებ?
17:39 / 07-12-2016  Image ქუთაისში მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა - მოძალადე მშობელი დაკავებულია
+VIDEO მამის გაღიზიანება პედაგოგების მხრიდან შვილის უარყოფით დახასიათებას მოჰყვა
13:11 / 07-12-2016  Image "მიშა ბოკერიას მოუგებს, მეგისი დაბრუნდება და შენ ჭკვიანად იყავიო" - ვის ემუქრება მეგის ქარდავას ნათესავი და რას წერს ჩერგოლეიშვილი
"აი ეს ხალხი და ამათი მოკავშირეები ცდილობენ ენმ-ის მართვის სადავეების ჩაგდებას"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49