ევროპიდან შემოტანილი მეორადი ტანსაცმლის მუდმივ მომხმარებლებს უკრაინელმა მედიკოსებმა დღემდე უცნობი სოკოვანი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.
ავადმყოფებს, რომლებიც კანზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნებას უჩიოდნენ, ექიმები თავიდან ფსიქიატრებთან აგზავნიდნენ. ახლახანს კი დადგინდა, რომ ეს შეგრძნება არა ჰალუცინაცია, არამედ ახალი სახის სოკოვანი დაავადების სიმპტომია.
ე.წ. "გიჟი ჭიანჭველები", რომლებიც თითქოს მთელ სხეულზე მწარედ იკბინებიან - ასე აღწერენ დაავადების სიმპტომებს პაციენტები, რომლებსაც უკრაინელი პროფესორი მიხაილ ანდრეიჩინი იკვლევს.
"პაციენტებს გამუდმებული ქავილისგან სისხლი სდით, კანქვეშა შეგრძნებებს აუტანელი ტკივილი ემატება. ამ ადამიანების ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ისინი იძულებულნი არიან მიატოვონ სამსახურები, ყოველდღიური საქმიანობა და სახლში ჩაიკეტონ", - ამბობს პროფესორი.
სპეციალისტთა შეფასებით, ეს სოკო-პარაზიტია, რომელიც ადამიანის სხეულში ძალიან სწრაფად მრავლდება. დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო დროს ძალიან იმატა. მედიკოსების განცხადებით, თუ პრობლემა სახელმწიფო დონეზე არ დაისვა, მალე მთელს ქვეყანას მოიცავს. სოკოს სპორებს 12 მეტრ დისტანციაზე შეუძლიათ გადაადგილება, რაც ნებისმიერ ადამიანს საფრთხეს უქმნის. ამ დაავადებით აშშ-ში უკვე 12 000 პაციენტია აღრიცხული.
"სოკო ბოჭკოებით, შალისა და აბრეშუმის ქსოვილებით გადადის. შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ევროპული "სექენდ-ჰენდის" პროდუქცია გაჯერებულია ამ სოკოვანი ორგანიზმებით. ისინი 196 გრადუს თხევად აზოტსაც კი უძლებენ", - აცხადებს უკრაინელი მეცნიერი ვასილი დემიანენკო.
იხილეთ სიუჟეტი: საშიშია თუ არა მეორადი ტანსაცმელი
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.