კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო

კლიმატის ცვლილებისთვის ბრძოლა 10 წლით გადაიდო

ატმოსფეროზე ანთროპოგენური ზემოქმედების შემცირების მიზნით, ახალი ზომები ძალაში 2020 წლიდან შევა. ამის შესახებ სამხრეთ-აფრიკის ქალაქ დურბანში გაეროს ეგიდით გამართულ სამიტზე მიღებულ შეთანხმებაშია აღნიშნული, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს უკავშირდებოდა. კონკრეტული საკითხების შემუშავება 2015 წელს დაიწყება.

ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა რეგიონების მრავალი ქვეყანა სამიტის შედეგებით უკმაყოფილო დარჩა. მათ მიაჩნიათ, რომ 10 წლის შემდეგ რაიმის შეცვლა უკვე ძალიან გვიან იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის მრავალი წევრი სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმების შემუშავებას მოითხოვდა, დურბანის შეთანხმების პროექტში ასეთი ვალდებულებები არ არის ასახული.

გარდა ამისა, პროექტში შეუსაბამობაა დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურის 2 გრადუსით შემცირების მიზნით გასატარებელ ზომებსა და ამ სფეროში არსებულ რეალურ პოლიტიკას შორის.

დოკუმენტის საბოლოო ვერსია გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებსა და აშშ-ის, ჩინეთს, ინდოეთსა და ბრაზილიას შორის კომპრომისის შედეგად შემუშავდა. ეს ოთხი ქვეყანა შიშობს, რომ მსგავსი ზომები ეკონომიკურ განვითრებას შეაფერხებს.

კლიმატის გლობალური ცვლილებები ყველაზე მეტად აფრიკას უქმნის საფრთხეს, რომელიც ამ პრობლემის გარეშეც მასობრივ სიღარიბესა და სურსათის დეფიციტს განიცდის.

კლიმატის ცვლილების მიზეზებთან დაკავშირებით მეცნიერთა და ექსპერტთა მოსაზრებები განსხვავებულია. მეცნიერთა ნაწილი მას ბუნებრივ პირობებს უკავშირებს და ვარაუდობს, რომ 2050 წლისთვის გლობალური დათბობა გლობალური აცივებით შეიცვლება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"