ხატი "საქართველოს იმედი" საპატრიარქოს ეზოში გამოაბრძანეს

ხატი "საქართველოს იმედი" საპატრიარქოს ეზოში გამოაბრძანეს

სალიტანიოდ გამზადებული ახლად შექმნილი ხატი "საქართველოს იმედი" საპატრიარქოს ეზოში გამოაბრძანეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გამობრძანების შემდეგ ლოცვითი მსვლელობა დაიწყება.

მრევლს ხატის რეპროდუქციას ურიგებენ. ლოცვითი მსვლელობა სიონის ტაძრისკენ რამდენიმე წუთში დაიწყება. სიონის ტაძრიდან "საქართველოს იმედს" სამების ტაძარში გადააბრძანებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა განუცხადა, ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა "საქართველოს დიდება".

"რა თქმა უნდა, არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე "საქართველოს იმედი", წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები", - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.

ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის "საქართველოს იმედი" შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ხატი სასწაულთმოქმედი იქნება და მას ხელთუქმნელი უწოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"