უცნობმა პირებმა ჯაბა იოსელიანის საფლავზე უცნაური ფოტოები დააწყვეს

უცნობმა პირებმა ჯაბა იოსელიანის საფლავზე უცნაური ფოტოები დააწყვეს

დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პათეონში უცნობმა პირებმა ჯაბა იოსელიანის საფლავზე უცნაური ფოტოები დააწყვეს. წუხანდელი ფაქტი "ინტერპრესნიუსს" პანთეონის დირექტორმა, ბადრი ქუთათელაძემ დაუდასტურა.

მისი განცხადებით, აღნიშნულის შესახებ უკვე შეატყობინა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და ამ წუთებში მათ მოსვლას ელოდება. მანამდე დირექტორი საფლავის ტერიტორიაზე ჟურნალისტებს არ უშვებს.

მისი განმარტებით, "ჯაბა იოსელიანის საფლავთან მიწა მოჩიჩქნილი იყო და ზემოდან უცნაური ფოტოები ეწყო".

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონთან იმყოფებიან ჯაბა იოსელიანის ახლობლებიც. ერთ-ერთი მათგანი შეეცადა ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლას და დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი ჩაკეტა, რაც დირექტორმა გააპროტესტა. მათ შორის სიტყვიერი შელაპარკებაც მოხდა.

ჯაბა იოსელიანის საფლავზე წუხელ გადაღებული ფოტოები სოციალური ქსელებით გავრცელდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"