კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:55 / 09-01-2012
ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ
თითქმის წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ, სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 15 ქართველი მეზღვაური ამ დროისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად გემზე იმყოფება და აფრიკის ერთ-ერთ უსაფრთხო პორტში მიემგზავრება; მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარალელურად მიმდინარეობს საემიგრაციო პროცედურების მოგვარებაც, რომლის შემდეგაც ქართველი მეზღაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.

სომალელი მეკობრეებისგან 15 ქართველი მეზღვაურის გამოსახსნელად, სომალიში ქართული სამთავრობოთაშორისი დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის
პირადი წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობს.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საკითხი პრეზიდენტს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემფთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. 2011 წლის ოქტომბერში სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"
კომენტარი ჯერ არ დამატებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49