ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

ქართველი მეზღვაურები სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლდნენ

თითქმის წელიწადნახევრიანი ტყვეობის შემდეგ, სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურები გაათავისუფლეს. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 15 ქართველი მეზღვაური ამ დროისთვის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად გემზე იმყოფება და აფრიკის ერთ-ერთ უსაფრთხო პორტში მიემგზავრება; მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პარალელურად მიმდინარეობს საემიგრაციო პროცედურების მოგვარებაც, რომლის შემდეგაც ქართველი მეზღაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.

სომალელი მეკობრეებისგან 15 ქართველი მეზღვაურის გამოსახსნელად, სომალიში ქართული სამთავრობოთაშორისი დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობს.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, მანანა მანჯგალაძის განცხადებით, საკითხი პრეზიდენტს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდნენ, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემფთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული. 2011 წლის ოქტომბერში სომალელმა მეკობრეებმა მეზღვაურების ვიდეოკადრები გაავრცელეს, რომელშიც მძევლები დახმარებას ითხოვდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"