"ფეხსაცმელების ჯანყი" ბათუმში

"ფეხსაცმელების ჯანყი" ბათუმში

მთავარი საახალწლო ზეიმი წელსაც ბათუმში ჩატარდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ხან ქვეყნის მესამე დედაქალაქად მოიხსენიებს, ხან ამაყობს: "ბათუმი ხომ გოგონაა და მე ვიშვილე".

თუმცა საახალწლოდ ბათუმელებმა პრეზიდენტს სიურპრიზი მოუმზადეს და ქალაქის ქუჩებში ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ჩამოკიდებული ძველი ფეხსაცმელებით მოსახლეობამ ერთგვარი პროტესტი გამოთქვა იმის მიმართ, რაც ბათუმში ხდება. ვესაუბრებით საზოგადოებრივი მოძრაობა "ემსახურე საქართველოს" თავმჯდომარე მურმან დუმბაძეს:

- ეს ფაქტი ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, ბათუმელთა უმრავლესობას საახალწლო განწყობა სრულიადაც არა აქვს. ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ჩამოკიდებული ძველი ფეხსაცმელებით, მათ, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის სიძვირე გააპროტესტეს, მეორე მხრივ კი, ის, რომ ქალაქის მხოლოდ ერთი უბნის, ერთი კვარტალის გალამაზება, იქ რესტორან-ბარების მშენებლობა არ ნიშნავს მთელ ქალაქზე ზრუნვას. აღარაფერს ვამბობ ხულიო იგლესიასის კონცერტზე აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან - ხულოდან, შუახევიდან 60 სამარშრუტო ტაქსით ჩამოყვანილ ხალხზე, რომლებიც კონცერტის დამთავრებამდე დაიშალნენ, რითაც პრეზიდენტი დიდად გაანაწყენეს. ასე რომ, ამგვარი გროტესკული ფორმით, "ფეხსაცმელების ჯანყით" ხალხმა ხელისუფლებას უთხრა, რომ სურს, საზეიმო განწყობა არა  მხოლოდ ამა ქვეყნის ძლიერთა გულებსა და ოჯახებში იხილოს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"