ეგვიპტელი ბედუინების მიერ მძევლად აყვანილ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ეგვიპტელი ბედუინების მიერ მძევლად აყვანილ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ეგვიპტელი ბედუინების მიერ სინაის საკურორტო ზონაში მძევლად აყვანილ პირებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, - ამის შესახებ ქართულ ტელეკომპანიებს ეგვიპტეში საქართველოს კონსულმა, გიორგი მესხიშვილმა განუცხადა.

"ამ დროისთვის არსებული ცნობით, ბედუინებს მძევლად ტურისტები არ აუყვანიათ. მათ ტყვეობაში იმყოფება საკურორტო ზონაში მომუშავე რამდენიმე ადამიანი. მათ შორის ქართველები არ არიან. ქართველები ძირითადად შერმან-შეიხში ისვენებენ, რაც სინაის საკურორტო ზონიდან საკმაოდ დაშორებული ქალაქია", - განაცხადა ეგვიპტეში საქართველოს კონსულმა.

ეგვიპტელმა ბედუინებმა სინაის საკურორტო ზონაში მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ ტაბადან 30 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ბედუინები ერთ-ერთ სასტუმროში შეიჭრნენ და რამდენიმე ადამიანი დაატყვევეს.

გავრცელებული ცნობით, მათ შორის 3 უცხოელია. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლები 600 ათას დოლარს ითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"