კახეთის რამდენიმე სოფელს სახელწოდება შეეცვალა. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებები უკვე გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.
პრეზიდენტის ბრძანებულებების მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ "სვობოდნოეს"- "დავითიანი" ეწოდა; საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ "კრასნაგორკის" - "სათაფლე", ხოლო სოფელ "ბოგდანოვკას" - "მზისგული".