კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:15 / 08-02-2012
რატომ ეწვია რამაზ იოსელიანი ირაკლი ოქრუაშვილს პარიზში
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, რამაზ იოსელიანი პარიზიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

საფრანგეთის დედაქალაქში ის დიდი ხნის მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა ამბობს, რომ მისი ვიზიტი პოლიტიკასთან დაკავშირებული არ ყოფილა. რამაზ იოსელიანთან ინტერვიუ თეატრის თემით დავიწყეთ: მსახიობს რუთაველის თეატრში დადგმული სკანდალური სპექტაკლის - "შემეხეს" შეფასება ვთხოვეთ:

- სპექტაკლი "შემეხე", რომელიც რუსთაველის თეატრში ალექსანდრე ზელდინმა დადგა, არ მინახავს და არც მაინტერესებს. ქართული თეატრის სცენაზე ეროტიკული სცენები რისთვის სჭირდებათ, ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს, გაუგებარია. თუმცა რამდენიმე დღის წინ, ღამის პირველ საათზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში ისეთი უხამსი ფილმი გადიოდა, რაღა უნდა გაგიკვირდეს?! მაგრამ, როდესაც თეატრის სცენაზე უყურებ უხამსობას, ეს უფრო აღმაშფოთებელია. ასეთი სისულელეების ავტორებს ევროპიდან არ უნდა ვიწვევდეთ და ჩვენს სცენაზე არ უნდა ვაპარპაშებდეთ. როგორც ვიცი, ეს არ არის ლონდონის ნაციონალური თეატრის დასი.

ეს ამ დასთან არსებული საზოგადოებაა, ანუ ლონდონის სამეფო თეატრის თაყვანისმცემლების მიერ შექმნილი ე.წ. დრამწრე და სწორედ ამ დრამწრემ ითამაშა შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ის ეროტიკული, ვითომ სპექტაკლი. ეს ყველაფერი აღმაშფოთებელია. თუ მაინცდამაინც მოწვევაზე მიდგა საქმე, არ შეიძლება ვინმე ნორმალური რეჟისორი ან დასი მოიწვიონ, ან ქართველ რეჟისორებს მისცენ მუშაობის საშუალება?! მესმის, რომ დღეს, ჩვენდა საუბედუროდ, არ გვყავს უმაღლესი დონის რეჟისორები, მაგრამ რა სავალდებულოა ისეთი დასის ჩამოყვანა, რომლის არსებობაზეც კაციშვილს არაფერი სმენია? ან იმ მსახიობებმა რა დააშავეს, რომლებსაც უნიჭო სპექტაკლში ათამაშებენ? ეს სპექტაკლები ხომ თავიდანვე განწირულია სცენიდან მოხსნისთვის?

ამ შემთხვევაში დამნაშავეა თეატრის მმართველი გუნდი, რომელიც წყვეტს, რა სპექტაკლი უნდა დაიდგას. რობერტ სტურუა რომ ყოფილიყო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იმ სპექტაკლს, "შემეხეს" თუ რაღაც უბედურებას, არ დაადგმევინებდა, მაგრამ თეატრის ამჟამინდელმა მმართველმა გუნდმა ეს დაუშვა (ვრცელი მასალა ამ თემაზე იხ. მე-17 გვერდზე. - რედ.).

- კი მაგრამ, რუსთაველის თეატრის სამხატვრო საბჭომ რატომ დაუშვა ამ სპექტაკლის დადგმა?
- ამ საბჭოს ვინ რას ეკითხება. ამ ჯგუფს სამხატვრო საბჭო კი ჰქვია, მაგრამ მათი გადაწყვეტილი საქმე არ მინახავს. რუსთაველის თეატრში ყველაფერს მმართველი წყვეტს. თუმცა არა უშავს, მათი პარპაში დროებითია...

- ცოტა ხნის წინ დაბრუნდით პარიზიდან. რა მიზნით იმყოფებოდით საფრანგეთის დედაქალაქში?

- მე და ჩემი მეგობარი, პოლიტიკოსი თეო ტლაშაძე ირაკლი ოქრუაშვილს ვსტუმრობდით. თუმცა ჩვენი ვიზიტი პოლიტიკური არ ყოფილა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ვიყავი ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე და, იქაურობა რომ ვნახე, შემრცხვა: ისეთი მოუვლელი, დაბინძურებული და გაპარტახებულია, რომ გული დამეწვა.

იქვე ქართველი ემიგრანტების დასახლებაა და ჩვენი თანამემამულეები ფანჯრებიდან ალმაცერად გვიყურებდნენ. არადა, სწორედ ამ ნაკვეთში აპირებდნენ ახლად ჩასული ქართველი ემიგრანტები ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებას, ძირძველმა ემიგრანტებმა კი, რომლებიც იქ
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაიბადნენ და გაიზარდნენ, თავი არ შეიწუხეს. დავრწმუნდი, რომ იქ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს არც საქართველო უყვართ და არც ქართველები. სირცხვილი არ არის? ქაქუცა ჩოლოყაშვილის საფლავის ადგილი გადაჯეგილია, გაპარტახებულია ნოე ჟორდანიას, გრიგოლ რობაქიძის, კაკი წერეთლის და სხვათა საფლავები. არადა, ცოტა მოშორებით გაწკრიალებულია გამოჩენილი იტალიელების საფლავები. სხვათა შორის, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილს ვთხოვე, ლევილი მოვინახულოთ-მეთქი, მითხრა, კი წაგიყვან, მაგრამ რასაც ნახავ, გულს გატკენსო...

- თუ ეს ყველაფერი ოქრუაშვილს აწუხებს, ხომ შეიძლება, ლევილის მოვლა თვითონ ითავოს?
- სწორედ მისი იდეა იყო ლევილის მოვლა, მაგრამ მხარი არავინ აუბა. თეო ტლაშაძემ თქვა, შემდეგში რომ ჩამოვალთ, ჩვენი ხელით დავასუფთაოთ საფლავებიო.

- როგორ გრძნობს ირაკლი ოქრუაშვილი თავს?

- როგორც უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანი. ძალიან უჭირს საქართველოს გარეშე...

- არ აპირებს ჩამოსვლას?

- (იცინის) ამ თემაზე დუმილს ვამჯობინებ, რადგან ეს ყველაფერი პოლიტიკაა. პოლიტიკა კი ბინძური საქმეა და არ ვერევი, მით უმეტეს, ამ ხელისუფლების შემხედვარე - ამათ ხომ კვირაში ცხრა პარასკევი აქვთ. ისე, ჩვენს პრეზიდენტს ურჩევნია, ქვეყანას მიხედოს და აქეთ-იქით სიარულს თავი დაანებოს. ამერიკაში სირბილში იმდენი ფული რომ დახარჯა, თავის ქვეყანას მოახმაროს, ურჩევნია! სხვათა შორის, ჩვენთან ერთად პარიზში მოდიოდა  ყოფილი სპორტის აკადემიის პრორექტორი ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც აეროპორტიდან ისე მოაბრუნეს, მიზეზიც არ აუხსნიათ.

- სოციალურ ქსელში წერდით, ბიძინა ივანიშვილის კართან ადამიანები რიგში ჩადგნენო...
- ბიძინა რომ გამოჩნდა, მის კართან მართლა დადგა უთავმოყვარეო ადამიანების რიგი - ბევრი ცუდი ადამიანი მიეტმასნა. მაგრამ არა უშავს, შავი და თეთრი მალე გამოჩნდება.

ნინო მაისურაძე


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
10:32 / 10-02-2012
პატივცემულო ბ-ნო რამაზ,
მეგობრებს ადამიანი თვითონ ირჩევს და უნდა ახსოვდეს, რაც ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინაც იყო ცნობილი; მაჩვენე შენი მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ.
მოკლედ, ოქრუაშვილთან მეგობრობით თავს ნუ იბანძებთ, ძალიან გთხოვთ.
dudu
02:49 / 10-02-2012
ჩაუქრებათ შემოქმედება, აანთებენ პოლიტიკას
გია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
13:59 / 31-08-2015  Image "ინგა გრიგოლიასთვის ასეთი წიოკის ატეხვა ქვეყანაში, სამარცხვინოა" - გოგა ხაინდრავა
"პრესის თავისუფლება თურმე 2007 წელს უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს"
13:30 / 31-08-2015  Image "მწვანე ტბაში" ასლან აბაშიძის დროს ჩაძირული იარაღი იპოვეს
ყუმბარმტყორცნები შესაძლოა, კვლავ საბრძოლო მდგომარეობაში იყოს
10:40 / 31-08-2015  Image "თუ რამის ტრ...ი გქონდათ, დარჩენილიყავით და გებრძოლათ" - "იმედის" ჟურნალისტი გრიგოლიას დახურულ პროექტებზე, არხზე დარჩენასა და გაქცეულებზე
"ქრონიკის" რეპორტიორი არხზე მიმინარე მოვლენებს გულწრფელი სტატუსით უკეთებს ანალიზს
09:36 / 31-08-2015  Image "მანქანები კაპიკებად!"- ბოლო 6 თვის განმავლობაში ავტომანქანების გაყიდვა 70%-ით შემცირდა
+VIDEO რუსთავის ავტობაზრობაზე მისულს იქაურობისთვის უცნაური სიჩუმე დამხ­ვდა
11:14 / 31-08-2015  Image რა ხდება ღამით აღმაშენებლის გამზირზე - რატომ სცემეს "პლეხანოვზე" ჩინელმა გოგოებმა ქართველ ბიჭებს
PHOTO+VIDEO| ჩადრიანი ქალები სახეზე ხელს იფარებდნენ, მათი თანმხლები მამაკაცები კი...
ყურადღება!
ვაკანსია "პალიტრა მედია ჰოლდინგში"