თამაშს ”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” რუსულ მედიაში აშუქებენ

თამაშს ”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” რუსულ მედიაში აშუქებენ

საკმარისია "გუგლი.რუ-ზე" აკრიფოთ სიტყვა "ქაქუცა" და თქვენს მონიტორზე ჩამოიშლება უამრავი რუსული და რუსულენოვანი ბმული, რომელთა გახსნისას შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია ქართველ ეროვნულ გმირზე: თუ როგორ ებრძოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი წითელ არმიას საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როგორ გახდა იძულებული, უცხოეთში გადახვეწილიყო.

საქმე ეხება მედიაჰოლდინგ "პალიტრა მედიას" პროგრამისტებისა და დიზაინერების შექმნილ კომპიუტერულ თამაშს "ქაქუცა ჩოლოყაშვილი", რომელიც "უდიდესი ქართველების" შესახებ შექმნილ ანალოგიურ სერიას აგრძელებს. ამ შემთხვევაში კარგად მოფიქრებული და გემოვნებით გაკეთებული კომპიუტერული თამაში ისტორიულ წყაროებზე უფრო რეზონანსული აღმოჩნდა. 

ავტორებმა ამ თამაშის გაკეთება, გასაგები მიზეზების გამო, თებერვლის თვეს დაამთხვიეს და ქაქუცასი არ იყოს, "მიზანშიც მოარტყეს." თამაშს ”ქაქუცა ჩოლოყაშვილი” რუსულ მედიაში აქტიურად აშუქებენ.

მაგალითად, ცნობილი რუსული საიტი "ლენტა რუ" ახალი ქართული კომპიუტერული თამაშისადმი მიძღვნილ სტატიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების გზას მიმოიხილავს და ყურადღებას ამახვილებს თამაშის იმ სიუჟეტზე, სადაც მოსჩანს კედელზე დაკიდებული ლენინის სურათი, რომელსაც დანა აქვს დარჭობილი.

იმედია, რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ამ ფაქტს საქართველოს მხრიდან მორიგ აგრესიად არ ჩათვლიან. ეს მხოლოდ თამაშია, თანაც რეალურ ისტორიულ ფაქტებზე დაფუძნებული.

იხილეთ თამაში

იხილეთ სტატია ამის შესახებ

დავით შალიკაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"