ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის ახალი საკანონმდებლო გარანტიები იქმნება

ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვებისთვის ახალი საკანონმდებლო გარანტიები იქმნება

ტრეფიკინგის მსხვერპლი ბავშვების სოციალური და სამართლებრივი დაცვა ქართული კანონმდებლობითაც იქნება გარანტირებული .

არასრულწლოვანთა სოციალურ და სამართლებრივ დაცვაზე, დახმარებასა და რეაბილიტაციაზე "ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონს სპეციალური თავი ემატება. კანონპროექტით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, განახორციელოს სპეციალური ზომები, რათა შემცირდეს ადამიანით ვაჭრობაში არასრულწლოვანთა ჩართვის შესაძლებლობები.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს დაზარალებული არასრულწლოვანების ვინაობის, მოქალაქეობის, მშობლებისა და ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის დადგენას, შეიცავს ტრეფიკინგის მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა იდენტიფიცირების, თავშესაფარში განთავსების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის პროცედურებს, შესაბამის ასაკთან დაკავშირებული მინიმალური განათლების მიღების შესაძლებლობას.

ამასთან, კანონპროექტით უზრუნველყოფილია როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი, დაზარალებული არასრულწლოვანის შესაძლებლობა, მიიღოს ინფორმაცია მის უფლებრივ მდგომარეობაზე, მისთვის გასაგებ ენაზე ასაკის გათვალისწინებით, ასევე ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.

კანონპროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი არასრულწლოვანი უარს აცხადებს სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე, მისი მსხვერპლად იდენტიფიცირების საკითხს, მიმართვის შემთხვევაში, განიხილავს საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი ჯგუფი.

კანონპროექტი ასევე შეეხება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანზე ბინადრობის მოწმობის გაცემის წესსა და წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.

კანონპროექტის ინიციატორი ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილია. პროექტის განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"