პატრიარქი მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს

პატრიარქი მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მისი სახელით ფინანსური დახმარების მთხოვნელებთან დაკავშირებით მრევლს გაფრთხილებას აძლევს.

"მე მივეცი ლოცვა-კურთხევა ჩვენს სამღვდელოებას, რომ ხატი მიაბრძანონ ოჯახებში და პარაკლისი შეასრულონ სრულიად უფასოდ, არავითარი ფული საჭირო არ არის. სამღვდელოება ამას ასრულებს, მაგრამ გამოჩნდნენ ერის ადამიანები, რომელნიც ავრცელებენ ხმას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვდივართო, ითხოვენ ფულს და დახმარებას. ეს სწორი არ არის", - განაცხადა ილია II-მ და აღნიშნა, რომ თუ მოძღვარი არ არის, მრევლმა ერის ადამიანი, თუნდაც ხატით მისული სახლში არ უნდა მიიღოს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"