"პალიტრა მედიის" საგანგებო განცხადება

"პალიტრა მედიის" საგანგებო განცხადება

"პალიტრა მედია" თბილისის ფორუმის ვებგვერდზე დღეს განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"21 მარტს თბილისის ფორუმის ვებგვერდზე დაიდო გაყალბებული "კვირის პალიტრის" ვებგვერდის ბმული, სადაც გამოქვეყნებულია დეზინფორმაცია სათაურით: "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა 46% უჭერს მხარს". ამ დეზინფორმაციაში საუბარია, თითქოს ეს პროცენტული მაჩვენებლი NDI-ს კვლევას ეყრდნობა. მედიასახლი აცხადებს, რომ მსგავსი მასალა "კვირის პალიტრის" ვებგვერდს არ მოუმზადებია და, შესაბამისად, არ გაუვრცელებია.

ვაცხადებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც როგორც ჩანს, მაღალი რეიტინგისა და სანდოობის გამო, არც თუ იშვიათად თბილისის ფორუმზე "პალიტრა მედიის" ინტერნეტგამოცემების სახელს ბოროტად იყენებენ. თუმცა, ეს შემთხვევა ტექნიკური შესრულების მაღალი დონით გამოირჩევა და ჩვეულებრივი მომხმარებელისთვის გაყალბების აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია.

მედიასახლი მიმართავს შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის, რათა მსგავსი ფაქტები იქნას აღმოფხვრილი და სხვისი სახელით დეზინფორმაციის გავრცელების მანკიერი ტენდენცია აღიკვეთოს",-ნათქვამია "პალიტრა მედიის" განცხადებაში.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"