"ქრისტიან-დემოკრატების" ინფორმაციით თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის 1 ლარამდე გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯაბა სამუშიამ აცნობა.
დღესვე სამუშია მგზავრებსაც გაესაუბრა და ფასის მოსალოდნელი ზრდის შესახებ მათ დამოკიდებულებას გაეცნო.
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, მიკროავტობუსით მგზავრობის არსებული საფასური მოსახლეობას ისედაც მძიმე ტვირთად აწევს, მისი კიდევ უფრო მომატების შემთხვევაში მგზავრობა ბევრისთვის საერთოდ შეუძლებელი გახდება.
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერიას მოუწოდებს, დაიწყოს მოლაპარაკებები კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობასთან და ფასის თვითნებური ზრდა არ დაუშვას.