რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრა

რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრა

ორი დღეც და ქრისტიანების უდიდესი დღესასწაული კარს მოგვადგება. ამ დროს მარხვაც მთავრდება და აღდგომის მერე მიცვალებულების ხსენების დღეც დგება. შესაბამისად, ყველა ოჯახი, შეძლებისდაგვარად, ცდილობს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ჯეროვნად დახვდეს. პასკა და წითელი კვერცხი ყველა მართლმადიდებელ ოჯახში უნდა იყოს, თუმცა როგორი სუფრა გვექნება, ეს ჩვენ ფინანსურ შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული. ბევრი, განსაკუთრებით რეგიონებში, უხვ სუფრას სასაფლაოზეც შლის, ისეთს, არც გოჭის თავი რომ აკლია, არც ტორტი და საცივი, რითაც თავს იწონებს კიდეც. მართალია, კატასტროფულად მომატებულმა ფასებმა ზოგს ყველაფრის ხალისი დაუკარგა, მაგრამ უმეტესობა მაინც შეეცდება, სააღდგომო სუფრა განსხვავებული ჰქონდეს. ცხადია, დავინტერესდით, რა დაგვიჯდება სააღდგომო სუფრის მომზადება, ამის გასარკვევად კი ცენტრალურ ბაზარს ვესტუმრეთ.

ჩვეულებრივი დღეებისგან განსხვავებით, ფასები რომ მომატებულია, ამას მტკიცება არ სჭირდება. ტრადიციულად, აღდგომას წითელი კვერცხით უნდა შევხვდეთ და, შესაბამისად, კვერცხის ფასი 30 თეთრია. თუ ფერმის კვერცხზე მაინც გული გეთანაღრებათ და სოფლის კვერცხი გსურთ, მაშინ თითოეულ კვერცხში 50 თეთრის გადახდა მოგიწევთ.

ენდრო და სხვადასხვა სახეობის საღებავები 50 თეთრი ღირს. ვისაც საცივის გაკეთება სურს ან ცივად მოხარშული დედალი უნდა ამშვენებდეს მის სააღდგომო სუფრას - 1 კილოგრამი ფერმის ქათამი 6,50 ლარი ღირს, სოფლის - 8 ლარი; ქათმის ბარკლები - 3,50;

სააღდგომო სუფრას კარგად შებრაწული წიწილაც ხომ დაამშვნებედა, 1 კილოგრამი წიწილის ხორცი - 7-8 ლარი, 1 ცალი მწყერი - 4 ლარი.

ზოგი ოჯახი სააღდგომო სუფრას მწვადსაც არ აკლებს. მეტიც, სოფლებში სასაფლაოს ან ეკლესიის ეზოში, სახელდახელოდ, მაყალზე მწვადს ამზადებენ, ამიტომაც ხორცის ფასით დავინტერესდით, ერთი კილო სამწვადე ხორცი 11-16 ლარი ღირს; ფარში - 8-11 ლარი; გულ-ღვიძლი - 8-10 ლარი. შებოლილი ლორი - 25 ლარი; 1 კილოგრამი კუპატი - 13 ლარი; ხოლო შებოლილი - 20 ლარი.

ვისაც მეზობელ-ნათესავებთან თავის მოწონება სურს და ამის ფინანსური შესაძლებლობაც აქვს, პირში ბოლოკგაჩრილ შემწვარ გოჭსაც არ აკლებს სააღდგომო სუფრას - მისი ფასი 90-150 ლარია; გოჭის ხორცი იმერულად "შეკმაზული" ტყემლის საწებლის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, ნახევარ ლიტრიანი ტყემლის საწებელი 3-4 ლარი დაგიჯდებათ.

ალბათ, არაერთხელ გაგვიგონია, მეტადრე იმერეთში, ისეთი სუფრა ჰქონდა, ჩიტის რძეც არ აკლდა, შავი და წითელი ხიზილალაც კი იყოო. თუ გსურთ, სტუმრებმა მსგავსი საქებარი სიტყვები თქვენ სუფრაზეც არ დაიშურონ, ამ დეტალის გათვალისწინებაც მოგიწევთ - 200-გრამიანი ხიზილალას ფასი 35-55 ლარია; კიბორჩხალას ჩხირები - 1 ლარი; კალმახის ფასი - 10-18 ლარია. ორაგული 10-12 ლარი; სათალი - 40 ლარი ღირს. "სკუმბრიას" კი 7-8 ლარად იყიდით;

ქართული სუფრა იმერული ხაჭაპურისა და ლობიანის გარეშე არ ივარგებს, შესაბამისად, ყველისა და ლობიოს ფასითაც დავინტერესდით. ქარხნული და იმერული ყველი - 8-10 ლარია; სულგუნი - 12 ლარი; ჰოლანდიური - 22 ლარი; შვეიცარული - 18 ლარი; ლობიო - 3-6 ლარი ღირს.

ბოსტნეულიც საკმაოდ გაძვირებულია; კიტრი - 3-5 ლარი; პამიდორი - 5 ლარი; ბადრიჯანი - 3,50; ბულგარული წიწაკა - 5-10 ლარი; კომბოსტო - 0,60 თეთრი; სტაფილო - 1 ლარი; ჭარხალი - 1,50; ხახვი - 1-1,30 ლარი; ნიორი - 3 ლარი; ყვავილოვანი კომბოსტო - 1,50 ლარი. ისპანახი - 0,70 თეთრი; ძველი კარტოფილი - 1 ლარი; თუ ახალი კარტოფილის დაგემოვნება გსურთ, ეს სიამოვნება ცოტა ძვირი დაგიჯდებათ, რადგან 1 კილოგრამი ახალი კარტოფილის ფასი 10 ლარია. ქამა სოკო 9 ლარია, ხოლო სხვა სახეობის სოკოს 5 ლარად იყიდით.

ცხელი ღომის გარეშე საცივს გემოს ვერ გაუგებთ - მჭადის ფქვილში 2 ლარის გადახდა მოგიწევთ, ღერღილში - 2,50, ნიგვზის ფასი 18-20 ლარია;

რაც შეეხება ტკბილეულის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტს, ფასები ასეთია: ბრინჯი 3 ლარი; ზეთი - 4-6 ლარი; შაქარი - 1,70-1,80 ლარი; რძის ფხვნილი - 12 ლარი; კარაქი - 7-15 ლარი; შესქელებული რძე - 2-3 ლარი; ქიშმიში - 8 ლარი; შესქელებული რძე - 2-3 ლარი; ქიშმიში - 8 ლარი; გარგრის ჩირი ე.წ კურაგა 13 ლარი; ეგზოტიკური ხილეულისგან დამზადებული ჩირი 20-30 ლარი; ხუმრის და სხვადასხვა ხილეულის ჩირი - 4-6 ლარი; ჩურჩხელა - 1,50-5 ლარი ღირს. მიწის თხილი - 5 ლარი; ქართული თხილი - 15 ლარი; ნუში- 25 ლარი; თაფლი - 15 ლარი.

პასკისა და ტკბილეულის გარეშე სააღდგომო სუფრა ძნელი წარმოსადგენია. გამზადებული ნამცხვრის ფასი - 20-25 ლარია, ფირფიტები - 3,50-6,50 ლარი; 15 -კვერცხიანი ტორტის ბისკვიტი - 15-18 ლარი; პასკის საშუალო ფასი - 1,50- დან 8 ლარამდე ღირს.

სუფრაზე ხილიც გჭირდებათ: კივი - 4 ლარი ღირს; ნესვი და საზამთრო - 5 ლარი; ყურძენი - 8 ლარი; ანანასი - 8-10 ლარი; გრეიფრუტი - 3 ლარი; ფორთოხალი - 2-2,50 ლარი; მსხალი - 3-4 ლარი; ვაშლი 2,50-6 ლარი; ბანანი - 0,70 თეთრი.

სააღდგომო სუფრისთვის სასმელიც აუცილებელია, მით უმეტეს, ამ დღეს სასაფლაოზეც გავდივართ, ორშაბათს მიცვალებულების დღეც არის და მათი სულის მოსახსენიებლად 1 ჭიქა ღვინოც უნდა მიირთვათ: შამპანურის ფასი - 8-15 ლარია. ბოთლის ღვინო 10-30 ლარი ღირს; ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 5-6 ლარია. სხვადასხვა არაალკოჰოლური სასმელის ფასი კი 1,50-6 ლარია.

იხილეთ ვიდეო: როგორ შევარჩიოთ და შევიძინოთ სააღდგომო პასკა

ნინო ხარშილაძე

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"