კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:25 / 27-04-2012
თითო კვიპაროსი 1000 ლარად - ბარათაშვილის ქუჩის გამწვანება 225 000 დაჯდა
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ქუჩების გასწვრივ და სკვერებში უამრავი ახალი ნარგავი გაჩნდა. თუმცა, ეს მედლის ერთი, ლამაზი მხარეა, რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ ამ ნარგავებში გადახდილ თანხას, მისი ოდენობა უსიამო ეჭვებს აჩენს.

ცოტა ხნის წინ ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ 120 ძირი კვიპაროსი დარგეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დაინტერესდა, რამდენი დაუჯდა ქალაქის ბიუჯეტს ამ მწვანე ზოლის გაშენება და დაადგინა, რომ მერიამ თითოეულ ხეში 990 ლარი გადაიხადა, ხოლო, მთლიანად ეს ღონისძიება 225 ათასი ლარი დაჯდა.

კიდევ უფრო საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი "შპს" მონაწილეობდა და ბუნებრივია, გამარჯვებულიც ის გახდა. ფირმას "გრინსერვისი" ჰქვია და მისი მფლობელები ძველი თბილისის გამგებელი და მისი ყოფილი მოადგილე არიან.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს: "ერთი მომენტი, რომელიც უნდა გაგვეთვალისწინებინა, იყო ვიზუალური ეფექტი. მას ჩვენ პატარა ჯიშებით, დაბალი ზომის მცენარეებით ვერ მივიღებდით, რაც შეეხება თბილისში და საქართველოში გამოყვანილ ხეებს, ასეთი ხარისხის და რაოდენობის ნერგები
You must have Flash Player installed in order to see this player.
საქართველოში არ არსებობს. რაც შეეხება მცენარეების შემომტანი ფირმის მფლობელს, ეს იმან დაადგინოს, ვისაც აინტერესებს. იმაში, რომ ყოფილი ჩინოვნიკი რაღაც ბიზნესით დაკავდა, ვერაფერს კატასტროფულს ვერ ვხედავ".

არადა, თბილისში კვიპაროსების მიგნება რთული არ არის. მაგალითად, ბოტანიკოს ზურა შევარდნაძის ბაღ "გარდენიაში" სხვადასხვა ზომის, ფორმის, ჯიშის და, რაც მთავარია, ბევრად იაფი კვიპაროსი ხარობს: "ყველა ფასის მცენარე გვაქვს, 5 ლარიდან დაწყებული 40 ლარამდე. ეს ჩვეულებრივი ქართული ჯიშის მცენარეა, აქაურ ჰავასაც კარგად ეთვისება და ძლიერი და გამძლეც არის. ხალხშიც ძალიან პოპულარულია.

თბილისელებს ეს ცხრაასლარიანი კვიპაროსებიც მოსწონთ, მაგრამ, როდესაც მის ფასს იგებენ.. არც ისე. მერიის მიერ მიღებული გამწვანების პროექტი კი გრძელდება და მალე ქალაქის სხვა ქუჩებშიც ვიხილავთ კვიპაროსებს, "ოქროს" გირჩებით.

იხილეთ ვიდეო: 1000-ლარიანი ნერგები - ბარათაშვილის ქუჩის გამწვანება 225 ათასი დაჯდა
23:15 / 27-04-2012
რატომ 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს მეტს არ გადაიხდიან, თანაც დაგვარწმუნებენ რომ კვიპაროსის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია-ამათია ყველაფერი
Tengiz
22:12 / 27-04-2012
ლამაზია
lalalala
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:31 / 20-01-2017  Image დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა
თბილისის დროით 21:00 საათზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
18:24 / 20-01-2017  Image ლაგოდეხელმა პოლიციელმა დაჭრა მოქალაქე, რომელიც მის მეუღლეს მესიჯებს უგზავნიდა
პოლიციელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლა
18:39 / 20-01-2017  Image მერაბიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია
უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებ
14:30 / 20-01-2017  Image მიხეილ სააკაშვილის დედა და ბებია "ნაციონალების" ყრილობაზე
+VIDEO| ყრილობის მონაწილეები უკვე შეიკრიბნენ სპორტის სასახლეში
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49