ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს

ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს

ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრაზე საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას მხარი არ დაუჭირეს.

სხდომაზე საპატრიარქოს წარმომადგენელმა თეა გოგოტიშვილმა წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებლივი ნორმების დაცვაზე, ეს კი მოიცავს საჯაროობასა და ჩართულობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

"გვინდა ხაზი გავუსვათ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ ერთ თავისებურებას, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს თურქეთის ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ორი მნიშვნელოვანი ძეგლის - ოშკისა და იშხანის აღდგენის საკითხს. მოლაპარაკებების პროცესში აღნიშნული ძეგლების ისტორიული მესაკუთრის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობის საკითხი ვფიქრობ გარანტირებული უნდა იყოს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინტერრელიგიური ჯგუფის შეხვედრა დღეს "გერმანულ სახლშიყოველდღიურად განახლებადი განცხადებები საქმე.გე-ზე!" გაიმართა, რომელზეც განიხილეს საქართველო-თურქეთის ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ოშკისა და იშხანის ტაძრების რეაბილიტაციის ნაცვლად, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას, ახალციხეში კი ახმედის კომპლექსის რესტავრაციას ითვალისწინებს.

ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომა მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელმა, შეიხმა ვაგიკ აკბეროვმა პროტესტის ნიშნად დატოვა. აკბეროვი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის თეა გოგოტიშვილის განცხადებამ გააღიზიანა, რომელიც აზიზიეს მეჩეთს ეხებოდა. კერძოდ, გოგოტიშვილმა აღნიშნა, რომ აზიზიე ქრისტიანებს ხოცავდა და მისი მეჩეთის საქართველოში აღდგენა იგივეა, რაც ისრაელში ჰოლოკოსტის ძეგლების დადგმა.

ამის საპასუხოდ აკბეროვმა აღნიშნა, რომ არაფერი ესაქმება იმ შეხვედრაზე, სადაც ისლამს ჰოლოკოსტს ადარებენ და შეხვედრა დატოვა.

ასევე, სხდომაზე განიხილავენ საპატრიარქოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ხელისუფლების საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობისა და საყოველთაოდ აღიარებული სამართლებლივი ნორმების დაცვაზე, ეს კი მოიცავს საჯაროობასა და ჩართულობას, რაც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

სხდომაზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში საპატრიარქოც ჩართულია. თუმცა ეს უარყო საპატრიარქოს წარმომადგენელმა თეა გოგოტიშვილმა და განაცხადა, რომ პროცესში ეკლესია არანაირი ფორმით არ ყოფილა ჩართული.

სხდომაზე საპატრიარქოს მეორე განცხადებაც განიხილეს, რომელიც ახოსპირელის ქუჩაზე მდებარე სომხური ეკლესიის კონსერვაციის საკითხს ეხებოდა.

ინტერრელიგიური ჯგუფის სხდომაში საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურის წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობდნენ: სომხეთის სამოციქულო ეკლესიის, რომის კათოლიკე ეკლესიის, ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესიის, ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის, ხსნის არმიის, მეშვიდე დღეს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, მუსლიმური თემის და 50-იანელთა ეკლესიის წარმომადგენლები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"