საიდან მოვარდა წყალი, რომელმაც ორთაჭალაში უბედურება დაატრიალა

საიდან მოვარდა წყალი, რომელმაც ორთაჭალაში უბედურება დაატრიალა

"ამბები.გე"-ს რედაქციას 13 მაისის დილას დაუკავშირდა მოქალაქე და სამოყვარულო ვიდეოკადრები გადმოგვცა.

ვიდეოზე ასახულია, ე.წ. კრწანისის რეზიდენციის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური წყალსატევის მიმდებარე ტერიტორია, რომლის ჩამოშლის შედეგადაც 12 მაისს, საღამოს ორთაჭალაში, გულუას მოედანზე და მის მახლობლად უბედურება დატრიალდა.

"ამბები.გე"-ს წარმომადგენელი მაშინვე გაეშურა მითითებულ ადგილას, გამოკითხა ადგილობრივი მცხოვრებლები და მოაგროვა ფოტომასალა.

(ვიდეოფირი გადაგზავნილია "პალიტრატვ"-ს რედაქციაში, სადაც შესაბამისი დამუშავების შემდეგ გამოქვეყნდება).

როგორც ადგილობრივებმა "ამბები.გე"-სთან საუბარში აღნიშნეს, 12 მაისს, ახალ დაღამებულზე, ძლიერი ხმაური შემოესმათ და თავსხმა წვიმაში გარეთ გამოსულებს, ხელოვნური ტბიდან გამომავალი პატარა ღელე საშინელ ნაკადად მოევლინათ. ქვედა ფოტოზე კარგად ჩანს თუ რა დიამეტრის მილია გათვლილი ამ ღელეს ნაკადის გასატარებლად. გადანგრეული კედლის მიხედვით, ალბათ, ადვილად მიხვდებით თუ რამდენად იყო მომატებული წყლის ნაკადი. თვითმხილველთა მონათხრობით, ამ ადგილას, გზაზე დამდგარ ადამიანს წყალი თავიანად დაფარავდა... 

აქვე ჩანს წაქცეული უზარმაზარი ხეები, მორღვეული გზა და ტალახით ამოვსებული ღელეს კალაპოტი.

12 მაისამდე ამ ადგილზე კიდევ რამდენიმე უზარმაზარი ხე იდგა, ახლა მათ გზა აქვთ ჩახერგილი...

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ბატონმა დიმიტრიმ მოგვითხრო, ხელოვნური ტბის შექმნის დროს ხევი ორ ნაწილად გაყვეს, ნაწილი გვირაბში გაუშვეს, ნაწილი კი - ტბაში.

ტბიდან გამოსული ღელე გვირაბიდან გამოსულ ხევის წყალს ფოტოზე გადაღებული ადგილიდან დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით უერთდება. სავარაუდოდ, ერთბაშად მოვარდნილმა წყალმა და ჩამოტანილმა ნაგავმა, გვირაბში შესასვლელი ჩახერგა და ხევის მთელი ნაკადი ხელოვნურ ტბას მიაწყდა...

ამ ფოტოზე თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობაშია, ტბის ზედა მხარეს არსებული ხიდი. ნათელია, რომ ნაკადი ტბამდეც ძალიან ძლიერი იყო... ტბის წყალთან ერთად კი, რაც დაატრიალა გულუას მოედანზე, უკვე ყველასთვის ნათელია.

ამავე თემაზე:

- თვითმხილველების აზრით, გულუას მოედანი ორთაჭალის ხელოვნურმა წყალსატევმა დატბორა (ვიდეო)

- ძლიერ წყალდიდობას თბილისში ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

- წყალდიდობა სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდისკენ მიმავალ გზაზე (ვიდეო)

- წვიმა საცხოვრებელ სახლში - ვერცხლის ქუჩაზე შველას ითხოვენ (ვიდეო)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"