ბლოგ-პლატფორმა livejournal.com-ზე "oldcolor"-ის სახელით დარეგისტრირებულმა ბლოგერმა 1912 წლის თბილისის ფერადი ფოტოსესია გამოაქვეყნა, სახელწოდებით - "თბილისის (ტიფლისის) პირველი ფერადი ფოტოები. 1912 წ. პროკუდინ-გორსკი".
ფოტოების გადაღების ზუსტი დრო და გარემოება უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ეს 1912 წლის ზაფხულში მოხდა. ამრიგად, დედაქალაქის პირველი ფერადი ფოტოსესიის ასი წლის იუბილე ახლოვდება.
ამ დროისთვის პროკუდინ-გორკის 6 ფერადი ნამუშევარია ცნობილი, რომლებზეც თბილისის ხედებია აღბეჭდილი. სხვა სამი ფოტო შავ-თეთრია. საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით ფერად ფოტოებს ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა.
თბილისის დასავლეთ ნაწილი:

ფოტოს გადიდების შემთხვევაში მდინარეზე წისქვილის ბორბლების დანახვა შეიძლება:

თბილისის ხედი "მამა დავითიდან":

ხედი მთაწმინდიდან:

სამხრეთ თბილისის ხედი "მამა დავითიდან":

ბოტანიკური ბაღი:

ძველი სახლი კლდეზე "მტკვრის" მარცხენა სანაპიროზე:

მომზადებულია cyxymu.livejournal.com-ის მიხედვით.