კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:18 / 13-06-2012
ელენე გედევანიშვილს "დონ კიხოტის" დადგმაში ნინო ანანიაშვილი დაეხმარა
ქართველების წარმატებებსა და ნიჭზე უკვე მსოფლიოში საუბრობენ. ჩვენც ხშირად ვწერთ ადამიანებზე, ვინც არა მარტო საქართველოში გაითქვეს სახელი. ელენე გედევანიშვილი რამდენიმე დღით ჩამოვიდა სამშობლოში და ჩვენც გვინდა მასზე ვისაუბროთ თბილად და გულწრფელად.

დაიბადა თბილისში. ცელქი და აქტიური იყო. პირველი ემოცია იყო ძმის დაბადება. მაშინ ელენე 3 წლის იყო. ხუთ ახალშობილს შორის ხელი ძმას დაადო და თქვა: ეს არის ჩემი ძმა. სამი წლისაც არ იყო, დედამ ფიგურულ სრიალზე რომ შეიყვანა. დადგა ყინულზე და გასრიალდა ანუ, წავიდა?! - როგორც თვითონ ამბობს და... შეუყვარდა ყინული.
რუსულ სკოლაში შეიყვანეს, მაგრამ არ უყვარდა სკოლა, სრიალი ერჩია. ცხრა წლის იყო, როდესაც საქართველოს ჩემპიონატზე გამოვიდა და გაიმარჯვა.

მწვრთნელთან, თამრიკო ანჯაფარიძესთან ერთად მოსკოვში წავიდა ერთი თვით. ძალიან გაუჭირდა და სულ ტიროდა, დედა ენატრებოდა. დედას ძალიან დიდი როლი მიუძღვის მის კარიერაში.

მოსკოვური ცხოვრება იოლი არ იყო, მაგრამ რუსული საციგურაო სკოლა ცნობილია და ამიტომ იქ მიღებული წვრთნა მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. შვიდი წელი ცხოვრობდნენ მოსკოვში. თექვსმეტი წლის იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და მე-10 ადგილზე გავიდა. ქართული საციგურაო სპორტის ისტორიაში ეს პირველი წარმატება იყო. ელენე ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვახსოვს. შემდეგ იყო 2006 წლის ტურინის ოლიმპიადა, ელენეს მე-6 ადგილი - ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მის კარიერაში. ვარჯიში უწევდა უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად და ემოციურად რთული იყო კონკურენცია. ნერვიულობდა, ტიროდა კიდეც, მაგრამ გაიმარჯვა!!!

ოლიმპიადის შემდეგ ჯერ აშშ-ში გაემგზავრა, იქიდან - კანადაში, ახლაც იქ ცხოვრობს და ვარჯიშობს. უკვე მიეჩვია და გაძლიერდა, მშობლები ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ. ელენეც ხშირად ჩადის მათთან. კანადაში ძალიან პოპულარულია ფიგურული სრიალი, თუმცა იაპონიას ყველაზე მეტი ჩემპიონი ჰყავს.

ელენე ყოველთვის საქართველოს სახელით გამოდის. ორი წელია, საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს, მაკა გიორგობიანი, რომელიც მისი დიდი მეგობარია. ერთი წელია ძალიან დაახლოვდნენ, ერთად ღელავენ და ლოცულობენ შეჯიბრებების წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ტანდემი შედგა, ერთ საქმეს ემსახურებიან და ერთად იბრძვიან გამარჯვებისთვის და ერთად განიცდიან მარცხსაც. მიზანი ერთია - გამარჯვება საქართველოს სახელით!

საქართველოში ჩამოსვლა ელენესთვის დღესასწაულია - მონატრებული ადამიანების ნახვა, ინტერვიუები, გადაღებები.

მაკასთან ერთად მონასტერშიც იყო. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მოწყობილ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობდა. ატარებდა მასტერკლასებს. ბათუმში შარშან, 50-წლიანი ისტორიის მანძილზე, გაიხსნა ფიგურული სრიალის პირველი სტანდარტული საციგურაო მოედანი, რომელიც ელენეს სახელობისაა, მაგრამ ამჯერად დახურულია რეკონსტრუქციის გამო...

ელენე ამბობს, რომ უამრავი პრობლემაა სპორტის ამ სფეროში, მაგრამ პრეზიდენტი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი მხარს უჭერენ ამ სპორტის განვითარებას საქართველოში. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ახალი თაობა ინტერესდება ამ ლამაზი სპორტით და ხდება მისი პოპულარიზაცია.

სექტემბრიდან იწყება ახალი სეზონი... მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებით და მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ელენემ ორ გრან-პრის ეტაპზე მოიპოვა ასპარეზობის უფლება. შემდეგ ევროპის ჩემპიონატისთვის დაიწყებს მზადებას, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ ზაგრებში გაიმართება, სეზონს მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულებს კანადაში. ელენე ახალ სეზონში ახალი პროგრამით იასპარეზებს. მოკლე პროგრამა
"დონ კიხოტის" მუსიკაზე შესრულდება, ამ პროგრამის მომზადებაში დაეხმარა ქალბატონი ნინო ანანიაშვილი და ძალიან საინტერესო იქნება ბალეტისა და სპორტის შერწყმა. კოსტიუმებსაც უკერავენ ამ პროგრამისთვის ქართველი დიზაინერები.

ელენეს გამგზავრების წინადღეს შევხვდით. ის ძალიან თბილი, მხიარული გოგონაა. აქვს თავისი სამყარო, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი ფიგურულ სრიალს უჭირავს. "პირადი ცხოვრება არ უნდა უშლიდეს კარიერაში ხელს ადამიანს" - ამბობს და მართლაც მისი წარმატებები საქართველოსთვის ძალიან საამაყოა. "ბომონდი" ელენეს მომავალ შეხვედრამდე ემშვიდობება და უამრავ აპლოდისმენტს და გამარჯვებას უსურვებს, მომავალ წარმატებებზე კი აუცილებლად კვლავ ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე მოგიყვებით.

თეა აგლაძე
ყოველთვიური ჟურნალი "ბომონდი"

ასევე იხილეთ: ელენე გედევანიშვილის შესრულება 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

15:21 / 14-06-2012
მოკლედ, აქაც მიშაზეა საუბარი?
ელენე, დაიკიდე ყველაფერი რაც პოლიტიკას ეხება,
უშესანიშნავესი სპორტსმენი ხარ
არ უსმინო გადარეულ ადამიანებს:)
შენ უამრავი წარმატება გაქვს წინ.
შენი ცქერა ყინულზე ერთი სიამოვნებაა:)
ნნნ
13:01 / 14-06-2012
ნინის ვეთანხმები სრულად, მართლა შორს არის და ალბათ არ იცის რეალურად რა ხდება აქ, მაგრამ იმედია ოდესმე მოეღება ბოლო ამდენ უსამართლობას
nata
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:41 / 25-05-2015  Image "ეს არის არასერიოზული, ძალიან უპასუხისმგებლო და ინფანტილური გადაწყვეტილება" - გიგა ბოკერია
გოგა ხაჩიძე, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე და პავლე
22:21 / 25-05-2015  Image "გიორგი, შენ თუ გინდა, გავიხდი" - რატომ გაუხსენა ნავში შიშვლად წოლა გიორგი გაბუნიამ ანრი ჯოხაძეს
(+VIDEO) ”შიშველი ანრი ძალიან მძიმე საყურებელი იქნება ბავშვებისთვის”
17:05 / 25-05-2015  Image ქართული ვიდეორგოლი, რომლის ნახვისას ძნელია ცრემლი შეიკავო
+VIDEO სოციალური კლიპი გაჭირვებულ ქართველ მოხუცებზე, რომლებსაც უფასოდ ემსახურებიან ფონდ ,, სოციალური პარტნიორობის" ექთნები
17:19 / 25-05-2015  Image როგორ უნდა გააკეთო ფული, როდესაც არაფერს აკეთებ
წარმოგიდგენთ მარტივ ხერხებს თუ როგორ იშოვნოთ ფული დიდი ძალისხმევის გარეშე
10:18 / 25-05-2015  Image ნინა სუბლატის პასუხი სასულიერო პირებს - "ვინ ურჩია დემონური სახით გამოსულიყო?"
"დემონის სახით გამოდის ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის წარმომადგენელი"