სილამაზის სალონ "ოცნებას" სახელის გადარქმევა მოსთხოვეს

სილამაზის სალონ "ოცნებას" სახელის გადარქმევა მოსთხოვეს

როგორც ჩანს, სიტყვა "ოცნება" ხელისუფლებას მეტისმეტად აღიზიანებს. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს, ზოგიც - საკმაოდ კურიოზული. მრავალი წელია თავისუფლების მოედანზე სილამაზის სალონი "ოცნება" ფუნქციობს. როგორც სალონის ერთ-ერთი ერთგული კლიენტისგან შევიტყვეთ, რამდენიმე კვირის წინ სილამაზის სალონს რამდენიმე უცხო პირმა მიაკითხა, რომლებმაც სალონის თანამშრომლებს განუცხადეს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და რადგან სალონის სახელწოდება "ოცნება" ბიძინა ივანიშვილის "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდება, სალონისთვის სახელის გადარქმევა ურჩიეს, თუმცა მეპატრონისგან უარი მიიღეს. ინფორმაციის დასაზუსტებლად სილამაზის სალონში დავრეკეთ.

- გამარჯობა, გაზეთ "ყველა სიახლიდან" გირეკავთ. მართალია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სალონისთვის სახელის გადარქმევა მოგთხოვეს?

ადმინისტრატორმა გოგონამ ყურმილი სასწრაფოდ მამაკაცს გადასცა.

- დიახ, გისმენთ!

- შევიტყვეთ, რომ სალონისთვის სახელის გადარქმევა მოგთხოვეს...

- რა შუაშია სალონი "ოცნება" და ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება"? კოალიცია 5 თვის წინ ჩამოყალიბდა, ჩემი სალონი კი ათი წელია არსებობს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გადავარქვა სახელი? საერთოდ არ გვაქვს კავშირი ივანიშვილთან.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"