"ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"

"ჩინელის მიერ გაუპატიურებული 13 წლის გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადახვეწა ურჩიეს"

ადამიანის უფლებათა დამცველმა გიორგი თევზაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ მოსაკიდელში ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. დამნაშავე პასუხისგებაში არ მიუციათ, გოგონას ოჯახი კი სოფლიდან გადაიხვეწა.

გიორგი თევზაძე: - ხარაგაულში აღმაშფოთებელი რამ მოხდა - ჩინელმა მამაკაცმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავე პასუხისგებაში მიეცათ, ხელისუფლებამ გოგონას ოჯახს სხვა სოფელში გადასვლა, გადახვეწა ურჩია.

- კი მაგრამ, დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა?

- როგორც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ისიც არ ვიცი, ოჯახმა იჩივლა თუ არა, მაგრამ თუ ისინი მოგვმართავენ, აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს პროკურატურის წინაშე. ამ დანაშაულის მიტევება არ შეიძლება, რა ეროვნებისაც უნდა იყოს დამნაშავე.

- ბევრი ჩინელია ჩასახლებული ხარაგაულში?

- ზუსტ რიცხვს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ ბევრი. ასევე, აპირებენ 3000 ჩინელის ჩასახლებას ქუთაისში. არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ უნდა ვიცხოვროთ საქართველოში, მაგრამ ხვალ-ზეგ ქართული გენოფონდი, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს. გარდა ამისა, თუ ასე გაგრძელდა, ეთნიკური დაპირისპირება გარდაუვალია.

- მომხდარის შემდეგ რა განწყობაა ადგილობრივ მოსახლეობაში, ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა?

- ხარაგაულში ქალიშვილებს მშობლები გარეთ ვეღარ უშვებენ და სკოლაშიც თვითონ აცილებენ, ისე არიან შეშინებულები. არ მესმის, რატომ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე ხელისუფლება, რატომ ხუჭავს თვალს და არ აძლევს პასუხისგებაში უცხოელ მოქალაქეებს?! რატომ ხდება უცხოელთა უფლებების დაცვა ქართველთა უფლებების დარღვევის ხარჯზე?!

უკვე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია. თუ სახელმწიფო გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა დავიცვათ. ქართველები სტუმართმოყვარე ერი ვართ და ეს ბოროტად არავინ უნდა გამოიყენოს. დროა, შეწყდეს უცხოელების ჩამოსახლება და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება! ჩვენ ხელისუფლებას მოვთხოვეთ რეაგირება არა მხოლოდ გაუპატიურების ფაქტზე, არამედ აჭარაში თურქების მიერ ქართველების შევიწროებაზეც. გასათვალისწინებელია ქუთაისის პრობლემაც - ქუთათურები ეწინააღმდეგებიან ავტოქარხნის ტერიტორიაზე 3000 ჩინელის ჩამოსახლებას. მათი დასახლების პროცესი უკვე დაწყებულია - დასრულდა ჩინელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. არ არის გამორიცხული, ახლო მომავალში, ქუთაისში ეთნიკური დაპირისპირების კერაც გაჩნდეს. ქალაქს იმავე საფრთხის წინაშე აყენებენ თურქეთიდან დევნილი არალეგალი ქურთები (რომელთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია) და რამდენიმე ასეული ინდოელიც. ეს ნიშნავს ქართველების დისკრიმინაციას საკუთარ სამშობლოში. ნუთუ არ უნდა დაინტერესდეს ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც, შეეესაბამება თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს?!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ველით, როდის დადებთ ფოტოს, სადაც მოდელები საპირფარეშოთი სარგებლობენ" - ფოტო, რომლის გამოც Mercedes-Benz Fashion Week სკანდალში გაეხვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და საქართველოს რაგბის კავშირმა, საუნივერსიტეტო რაგბის ტრადიციების აღორძინების მიზნით, მემორანდუმი გააფორმეს

15 მაისს ყველაზე მუსიკალური მეგა პროექტის "ვოისის" ფინალი შედგება