სად გავატაროთ შვებულება ბავშვებთან ერთად? - საქართველოს კურორტები და მათი ”ღირსებები”

სად გავატაროთ შვებულება ბავშვებთან ერთად? - საქართველოს კურორტები და მათი ”ღირსებები”

მას მერე, რაც 2 შვილის დედა გავხდი, ხუმრობით ვამბობ ხოლმე: - "წავალ, დავიღლები და ჩამოვალ!".. ჩამოსვლისას კი ახლობლები და მეგობრები მეკითხებიან, - "აბა, როგორ დაიღალე?"

ძალიან მიყვარს ზღვა, მაგრამ ბავშვების გულისთვის მთას ვანიჭებ უპირატესობას - მანგლისში ვისვენებთ, რადგან ფიჭვნარის ჟანგბადი მათთვის ზღვაზე გაცილებით სასარგებლოა. გადავწყვიტე, მათთვის, ვინც ჩემსავით დასასვენებლად ბავშვებით მიდის ხოლმე, რამდენიმე კურორტი მიმოვიხილო.

წლამდე ასაკის ბავშვი ჯობია, სადმე, თბილისთან ახლოს წაიყვანოთ, რადგან კლიმატის გამოცვლამ, შესაძლოა მის ჯანმრთელობასა და იმუნურ სისტემას ავნოს. თბილისთან ახლოს კარგი ადგილებია: წყნეთი, კოჯორი, მანგლისი, ბაზალეთი.

მანგლისი - მანგლისი თბილისიდან დაახლ. ერთი საათის სავალზეა. იქ რამოდენიმე ფიჭვნარი ჭალაა. ცენტრში ე.წ. დიდი როშჩაა, სადაც ზაფხულობით ატრაქციონები ფუნქციონირებს. მშვენიერი დასასვენებელი ადგილია ბავშვებისთვის.

ბაზალეთი - ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისათვის. ასევე, რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის. ტბის ნაპირას გაშენებულია სასტუმრო-კომპლექსი. დამსვენებლებისათვის ყველა პირობაა შექმნილი, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და დაისვენონ.

იხილეთ სრულად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"