კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:20 / 02-08-2012
ბეთქილ შუკვანი - ლონდონიდან ნასვამ გია უდესიანს გამოვერიდე
ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლიდან საქართველოში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ქართული დელეგაციის წევრმა გია უდესიანმა მასთან შეხვედრა გადაწყვიტა.

როგორც შუკვანმა დღეს "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ოლიმპიადაზე მე მივდიოდი, არ შეეძლოთ რაიმე შეეცვალათ და სხვა წაეყვანათ. 22 ივლისს შევხვდი ბიძინა ივანიშვილს, გადავიღე მასთან სურათები და ვუთხარი, რომ ვდგავარ თქვენს გვერდით, დიდი სიმპათიები მაქვს თქვენს მიმართ და ვარ ქართველ ერთან ერთად-მეთქი", - განაცხადა ძიუდოისტმა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. შუკვანის ცნობით, აეროპორტში, ოლიმპიადაზე გამგზავრებისას, ქართული დელეგაციის წევრებმა მას უცენზურო სიტყვებით მიმართეს.

"ფსიქოლოგიურად მომშალეს. ვეცადე, რომ ფსიქოლოგიურად მაგრად ვყოფილიყავი. გამომივიდა კიდაც და კარგ ფორმაში ვიყავი", - გაანცხადა შუკვანმა.

ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე ასპარეზობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 12 წელი სპორტშია და მსგავსი მსაჯობა არ ახსოვს. შუკვანის თქმით, მან არაობიექტურ მსაჯობაზე რეაგირებისთვის მიმართა სპორტის მინისტრ ლადო ვარძელაშვილს, თუმცა მან პასუხი საერთოდ არ გასცა.

შუკვანის განცხადებით, ოლიმპიური სოფლის დატოვება და საქართველოში
You must have Flash Player installed in order to see this player.
დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საფრთხე იგრძნო და ნასვამმა უდესიანმა მასთან შეხვედრა მოინდომა.
"მირჩიეს, რომ არ შევხვედროდი და ამიტომ გამოვერიდე იქაურობას. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი ცხოვრობს ხორვატიაში და მას ვთხოვე დახმარება ბილეთის აღებაში. მან დამიჯავშნა ბილეთი, მითხრა მისამართი, სად უნდა მივსულიყავი და წამოვედი", - განაცხადა უდესიანმა.

იხილეთ ვიდეო: სკანდალი ოლიმპიურ გუნდში: ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი ლონდონიდან გამოიქცა

"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ასევე - "მაია ფანჯიკიძე - ბეთქილ შუკვანზე ლადო ვარძელაშვილისა და გია უდესიანის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა"

08:53 / 03-08-2012
წესით, ეს ბიჭი მეოცნებეებმა არც მეტი, არც ნაკლები, მესტიაში მაჟორიტარ კანდიდატად მაინც უნდა წარადგინონ...რა, არ დაიმსახურა თუ? ამ ასაკში რამდენი მოახერხა, საკუთარი წაგება სხვას გადააბრალა და ყველა ,,სხვა დავალებაც" ბრწყინვალედ შეასრულა, მერე რა სპორტს დედა თუ ეტირა...
nana
23:46 / 02-08-2012
ვაი შენს პატრონს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:45 / 16-01-2017  Image ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
10:21 / 16-01-2017  Image ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
12:29 / 16-01-2017  Image მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49