ზუგდიდში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა და და პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით მოდიან

ზუგდიდში გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა და და პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით მოდიან

ზუგდიდში რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 24 წლის ბადრი ტაბიძის დედა და და თბილისში, პრეზიდენტთან შესახვედრად ფეხით მოდიან.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქეთო გადელია რამდენიმე თვის წინათაც ცდილობდა დედაქალაქამდე ფეხით ჩაეღწია, თუმცა იგი სამართალდამცველებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიიდან უკან გააბრუნეს. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ორი თვის ვადა სთხოვეს მისი შვილის მკვლელობის ფაქტის გამოძიების დასრულებისთვის და დამნაშავეთა დასასჯელად.

თუმცა როგორც ქეთო გადელია "ინტერპრესნიუსსთან" საუბრისას აცხადებს, ეს ორთვიანი ვადა ამოიწურა, რომ არც დამნაშავეები დაუკავებიათ და არც სიმართლე დამტკიცებულა.

შესაბამისად, გარდაცვლილი ბადრი ტაბიძის დედამ და მისმა 22 წლის დამ ლიკა ტაბიძემ გადაწყვიტეს, საქართველოს პირველ პირთან ფეხით ჩავიდნენ და მსვლელობა სწორედ რიკოთის უღელტეხილიდან გააგრძელეს. ამ დროისათვის ქეთო გადელია და მისი 22 წლის ქალიშვილი გორის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.

"ვფიქრობ, პრეზიდენტი მიგვიღებს და შევძლებ ჩემი შვილის სიმართლის დამტკიცებას და იმ ადამიანების დასჯას, ვისაც მის მკვლელობასთან ხელი აქვს, ესენი არიან როგავები. ერთ-ერთი სამართალდამცავია, მეორე კი მანდატური. მე ეჭვმიტანილების შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მივაწოდე, თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე დაკავებული არ არის", - აცხადებს ქეთო გადელია.

ბადრი ტაბიძე ზუგდიდში 8 თვის წინ, ჩხუბისას მძიმედ დაშავდა და რამდენიმე თვის განმავლობაში კომაში იყო. თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"