რეზო ჩხეიძე: "თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება"

რეზო ჩხეიძე: "თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება"

"რა მოუვიდა XXI საუკუნეს ასეთი, რომ მსოფლიო ტვინი შეირყა. ამდენი სისხლი იღვრება მსოფლიოში, ამას ემატება ღვთის რისხვა, - კატასტროფები, ხანძრები და წარღვნები. უფალი ამით გვეუბნება, გეყოთ, ადამიანებო, ამდენი სისხლი, დასხედით, მოილაპარაკეთო. ძალიან რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ღმერთი მაღალია, საქართველოს არ გაწირავს და რაღაც განათება მოხდება ჩვენს სამშობლოში", - მეუბნება სახელოვანი კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე.

- არათუ მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას", არამედ მიმაჩნია, რომ თუკი "ქართული ოცნება" არ გაიმარჯვებს, საქართველო რუკიდან წაიშლება. "ქართული ოცნების" გამარჯვება არის ერთადერთი შანსი, რომ საქართველო დარჩეს მომავალ ისტორიაში.

- "ქართულ ოცნებას" ხელისუფლება ხშირად "რუსულ ოცნებას" უწოდებს.

- ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო. ყველაფერს რომ დააკვირდეთ, შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ანტირუსულობას თამაშობენ. ჩვენმა პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უშვერად აგინებს, რუსეთს მნიშვნელოვანი ობიექტები მიჰყიდა ან მიაქირავა. ეს ისეთი ბნელი თამაშია, ჩვენ ამაში ვერ გავერკვევით. ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს კი არა, ქართველი ერის არსებობას ებრძვის. აბა, რას ნიშნავს დავით აღამაშენებლის ძეგლების ერთი ადგილიდან მეორეზე თრევა თბილისსა და ქუთაისში?

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"