კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:15 / 05-09-2012
"უკ­ვე გვყავს ჩი­ნე­ლი დურ­მიშ­ხან გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, როგორც ამბობენ, რამდენიმემ წერეთლის გვარიც მიიღო!"
სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და და, რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რ მოძ­რა­ო­ბას" იმე­დი აქვს, სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნებ­ში 5-ნომ­რი­ან ბი­უ­ლე­ტე­ნებს უცხ­ო­ე­ლე­ბიც ჩაყ­რი­ან, ის უცხ­ო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც უცხოა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და მა­თი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მი­ღე­ბა­ა.
კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოც შე­იქ­მნეს და მა­ღა­ლა­ნაზღ­ა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბიც იშო­ვეს ჩი­ნე­ლებ­მა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­დანაც მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი უცხ­ო­ეთ­ში მხო­ლოდ იმი­ტო­მაა გა­დახ­ვე­წი­ლი, რომ სამ­შობ­ლო­ში სა­მუ­შაო ვერ იშო­ვა. ხა­რა­გა­ულ­ში, მო­ლი­თი-­მა­რე­ლი­სის გზის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ჩი­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს არაერთი მო­ქა­ლა­ქეა და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს" 5-ი­ა­ნით გა­ფორ­მე­ბულ წი­თელ და თეთრ მა­ი­სუ­რებ­ში
არი­ან გა­მოწყ­ო­ბილ­ი. პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ხა­რა­გა­უ­ლის მა­ჟო­რი­ტარი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ გია ყრუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ასე­უ­ლო­ბით ჩი­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იმ პი­რო­ბით აძ­ლე­ვენ, თუ მხარს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უ­ჭე­რენ:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმე­რე­თი ყო­ველ­თვის იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით, რომ აქ ძირ­ძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ახ­ლა კი აქა­უ­რო­ბა სავ­სეა ათა­სი ჯუ­რის სექ­ტანტებით. თა­ნაც, საგ­რძნობ­ლად მომ­რავ­ლდნენ ჩი­ნე­ლე­ბი - რო­გორც ვი­ცი, მარ­ტო ხა­რა­გა­ულ­ში 110 ჩი­ნე­ლია ჩა­წე­რი­ლი და კი­დევ აპი­რე­ბენ მათ ჩა­მო­სახ­ლე­ბას. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი ათა­სი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნაა და­გეგ­მი­ლი. თუ ასე გაგრ­ძელ­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში იმე­რეთ­ში ისი­ნი უფ­რო მეტ­ნი იქ­ნე­ბი­ან, ვიდრე ჩვენ.

ჩი­ნე­ლე­ბის შე­მოს­ვლა და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა სა­არ­ჩევ­ნო წელს გა­აქ­ტი­ურ­და. მათ მა­სობ­რი­ვად აძ­ლე­ვენ ქარ­თულ გვა­რებს, ასაქ­მე­ბენ სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე და ა. შ.­ სა­ნაც­ვლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ჩარ­თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მა­ლე ეყო­ლე­ბა ჩი­ნე­ლი გამ­გებ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის მარ­თვის ამ­ბი­ცი­აც კი გა­უჩ­ნდეთ. გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი ჩი­ნე­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­რი­გე­ბუ­ლნი არი­ან: იცი­ან, ვის უნ­და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კონ და ვის - არა. აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, ვინ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას უჭერს მხარს და ა.შ. სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად თავ­მდაბ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, ახ­ლა კი ისე დაქრი­ან "კა­მა­ზე­ბი­თა" და ჯი­პე­ბით, გე­გო­ნე­ბა, თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზე და­დი­ა­ნ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე არ და­მე­თან­ხმოს, მაგ­რამ­ მე ვხე­დავ და ვგრძნობ რე­ა­ლურ სა­შიშ­რო­ე­ბას, რომ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ მი­წა-­წყალ­ზე უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ.

- ამ­ბობთ, რომ მათ ქარ­თუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი აქვთ და ზო­გი­ერ­თი უკ­ვე ქარ­თულ გვარ­საც ატა­რებს...
- ასე­ა! უკ­ვე გვყავს ჩი­ნე­ლი დურ­მიშ­ხან გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მემ წე­რეთ­ლის გვა­რიც მი­ი­ღო. ძველ ქარ­თულ გვა­რებს ეტა­ნე­ბი­ან და მა­ლე, ალ­ბათ, ჩი­ნე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც გვე­ყო­ლე­ბა!

სა­კითხ­ა­ვი­ა, ეს ხალ­ხი ვის მის­ცემს არ­ჩევ­ნებ­ში ხმას? - რა თქმა უნ­და, სა­ა­კაშ­ვილს და ნა­ცი­ო­ნა­ლებს. რატომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ან სომხეთში ვერ შე­დი­ან? აქ კი, ვი­თომ­და გვი­რაბს აშე­ნე­ბე­ნო, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ქარ­თვე­ლე­ბი ვერ აა­შე­ნებ­დნენ ამ გვი­რაბს. მაშ, ვინ აა­შე­ნა წი­ფის გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე ასი წლი­სა­ა? ეს არის ძა­ლი­ან სა­ში­ში თა­მა­ში, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­თან და პატ­რი­ო­ტიზ­მთან. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხუ­თი­ანს შე­მო­ხა­ზავს, არც ქარ­თვე­ლია და არც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ის გა­ყი­დუ­ლია ოც­და­ათ ვერ­ცხლად, მას გათხ­ო­ვი­ლი კა­ცე­ბი­სა და გე­ი­აღ­ლუ­მე­ბის ბე­დი უფ­რო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა.
ხა­რა­გა­ულ­ში მცხოვ­რებ­თა გან­ცხა­დე­ბით ჩი­ნე­ლე­ბი იქ რამ­დე­ნი­მე თვე­ა, მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დე­ბენ.

"ხა­რა­გა­ულ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა უმუ­შე­ვა­რი­ა, მაგრამ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც ჩი­ნე­ლებს ასაქ­მებ­ს. უცხო ადა­მი­ანს ეგო­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლია და მუ­შა­ხელს საზღ­ვარ­გა­რეთ ეძე­ბენ", - ამ­ბობს ხა­რა­გა­უ­ლის მკვიდ­რი დო­დო გა­გუ­ა.

"მა­შინ, რო­ცა ყო­ველ­წლი­უ­რად ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბის რიცხ­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა, საქართველოში ჩი­ნე­თის ათე­ულ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­სახ­ლდა. თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" არ აბო­დებ, ვერც სამ­სა­ხურს ეღირ­სე­ბი და ვერც ნორ­მა­ლურ მო­მა­ვალს, რი­სი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც ჩი­ნე­ლე­ბი­ა: მხარს უჭე­რენ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", მა­თი მა­ი­სუ­რე­ბიც აც­ვი­ათ და სამ­სა­ხუ­რიც აქვთ და ხელ­ფა­სიც", - განგვიცხადა ხა­რა­გა­უ­ლის მკვიდ­რმა ჯე­მალ მა­ი­სუ­რა­ძემ.

P.S. ხა­რა­გა­ულ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ჩი­ნე­ლე­ბის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ჩი­ნუ­რი დრო­შა ფრი­ა­ლებს.

სტატია: "მა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ეყო­ლე­ბა ჩი­ნე­ლი გამ­გებ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და შე­საძ­ლო­ა, მათ ქვეყ­ნის მარ­თვის ამ­ბი­ცი­აც კი გა­უჩ­ნდეთ"

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე, ხათუნა ჩიგოგიძე


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "We like Saakashvili" - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აფრიკელები

00:28 / 13-01-2013
ცირა
0
ჩინელების ასეთი არნახული მოძალება დიდ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას
21:42 / 08-09-2012
shota
0
ჩინელები სწრაფად მრავლდებიან და თუ ასე გაგრძელდა რიცხობრივათ მალე ქართველებზე მეტი იქნებიან, სამწუხაროთ ეს რეალობაა, როგორც სჩანს პოლიტიკოსებმა ოღონდ არჩევნებში ხმა მიიღონ და ბაგრატიონის გვარსაც მიანიჭებენ ჩინელსა,თუ ინდონეზიელს თუ სხვას, მალე ალბათ ქართული ეროვნული ღირებებულებისა და ქართული გენოფონდის განადგურების წინაშე ავღმოჩნდებით ფაქტიურად, რაზეც რამდენიმე ხნის უკან ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინტერვიუ ჰქონდა ცნობილ უფლებადამცველს და ქართველი ერის პატრიოტ პიროვნებას ბატონ გიორგი თევზაძეს, გაზეთებში "- საქართველო და მსოფლიო" და " ახალ თაობა" რომელშიც რეალური სურათი დაგვანახა , რომ ხელისუფლებისა და საზოგადოების უმრავლესობის ასეთმა გულგრილმა მიდგომამ როგორ შეიძლება მალე დაგვაკარგინოს ქართული ყოფიერება და საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს მომავალში ქართული გენოფონდი,რაც უდაოთ გასათვალისწინებელია .
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:07 / 18-11-2017  Image რომელი ქალაქები დაიტბორება ყინულის დნობის შედეგად - NASA-ს პროგნოზი
მეცნიერებმა პროგრამა შექმნეს, რომელსაც მყინვარების დნობის შედეგად დატბორვის სავარაუდო არეალების დადგენა შეუძლია
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49