"უკ­ვე გვყავს ჩი­ნე­ლი დურ­მიშ­ხან გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, როგორც ამბობენ, რამდენიმემ წერეთლის გვარიც მიიღო!"

 "უკ­ვე გვყავს ჩი­ნე­ლი დურ­მიშ­ხან გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, როგორც ამბობენ, რამდენიმემ წერეთლის გვარიც მიიღო!"

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი გა­დამ­წყვეტ ფა­ზა­ში შე­ვი­და და, რო­გორც ჩანს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რ მოძ­რა­ო­ბას" იმე­დი აქვს, სა­არ­ჩევ­ნო ურ­ნებ­ში 5-ნომ­რი­ან ბი­უ­ლე­ტე­ნებს უცხ­ო­ე­ლე­ბიც ჩაყ­რი­ან, ის უცხ­ო­ე­ლე­ბი, რო­მელ­თათ­ვი­საც უცხოა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და მა­თი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სი­კე­თის მი­ღე­ბა­ა.

კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოც შე­იქ­მნეს და მა­ღა­ლა­ნაზღ­ა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რე­ბიც იშო­ვეს ჩი­ნე­ლებ­მა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­ი­დანაც მი­ლი­ონ­ზე მე­ტი ადა­მი­ა­ნი უცხ­ო­ეთ­ში მხო­ლოდ იმი­ტო­მაა გა­დახ­ვე­წი­ლი, რომ სამ­შობ­ლო­ში სა­მუ­შაო ვერ იშო­ვა. ხა­რა­გა­ულ­ში, მო­ლი­თი-­მა­რე­ლი­სის გზის მო­ნაკ­ვე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, ჩი­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს არაერთი მო­ქა­ლა­ქეა და­საქ­მე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც "მე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს" 5-ი­ა­ნით გა­ფორ­მე­ბულ წი­თელ და თეთრ მა­ი­სუ­რებ­ში არი­ან გა­მოწყ­ო­ბილ­ი. პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ხა­რა­გა­უ­ლის მა­ჟო­რი­ტარი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ გია ყრუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ ასე­უ­ლო­ბით ჩი­ნელს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას იმ პი­რო­ბით აძ­ლე­ვენ, თუ მხარს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უ­ჭე­რენ:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმე­რე­თი ყო­ველ­თვის იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი იმით, რომ აქ ძირ­ძვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ, ახ­ლა კი აქა­უ­რო­ბა სავ­სეა ათა­სი ჯუ­რის სექ­ტანტებით. თა­ნაც, საგ­რძნობ­ლად მომ­რავ­ლდნენ ჩი­ნე­ლე­ბი - რო­გორც ვი­ცი, მარ­ტო ხა­რა­გა­ულ­ში 110 ჩი­ნე­ლია ჩა­წე­რი­ლი და კი­დევ აპი­რე­ბენ მათ ჩა­მო­სახ­ლე­ბას. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მი ათა­სი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნაა და­გეგ­მი­ლი. თუ ასე გაგრ­ძელ­და, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში იმე­რეთ­ში ისი­ნი უფ­რო მეტ­ნი იქ­ნე­ბი­ან, ვიდრე ჩვენ.

ჩი­ნე­ლე­ბის შე­მოს­ვლა და მათ­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ნი­ჭე­ბა სა­არ­ჩევ­ნო წელს გა­აქ­ტი­ურ­და. მათ მა­სობ­რი­ვად აძ­ლე­ვენ ქარ­თულ გვა­რებს, ასაქ­მე­ბენ სხვა­დას­ხვა ობი­ექ­ტზე და ა. შ.­ სა­ნაც­ვლოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ ჩარ­თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­არ­ჩევ­ნო აგი­ტა­ცი­ა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს მა­ლე ეყო­ლე­ბა ჩი­ნე­ლი გამ­გებ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ქვეყ­ნის მარ­თვის ამ­ბი­ცი­აც კი გა­უჩ­ნდეთ. გა­ქარ­თვე­ლე­ბუ­ლი ჩი­ნე­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან და­რი­გე­ბუ­ლნი არი­ან: იცი­ან, ვის უნ­და გა­მო­ე­ლა­პა­რა­კონ და ვის - არა. აქვთ ინ­ფორ­მა­ცი­ა, ვინ რო­მელ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას უჭერს მხარს და ა.შ. სხვა­თა შო­რის, თავ­და­პირ­ვე­ლად თავ­მდაბ­ლად იქ­ცე­ოდ­ნენ, ახ­ლა კი ისე დაქრი­ან "კა­მა­ზე­ბი­თა" და ჯი­პე­ბით, გე­გო­ნე­ბა, თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზე და­დი­ა­ნ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე არ და­მე­თან­ხმოს, მაგ­რამ­ მე ვხე­დავ და ვგრძნობ რე­ა­ლურ სა­შიშ­რო­ე­ბას, რომ შე­იძ­ლე­ბა ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ მი­წა-­წყალ­ზე უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდეთ.

- ამ­ბობთ, რომ მათ ქარ­თუ­ლი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი აქვთ და ზო­გი­ერ­თი უკ­ვე ქარ­თულ გვარ­საც ატა­რებს...

- ასე­ა! უკ­ვე გვყავს ჩი­ნე­ლი დურ­მიშ­ხან გე­ლაშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მემ წე­რეთ­ლის გვა­რიც მი­ი­ღო. ძველ ქარ­თულ გვა­რებს ეტა­ნე­ბი­ან და მა­ლე, ალ­ბათ, ჩი­ნე­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლიც გვე­ყო­ლე­ბა!

სა­კითხ­ა­ვი­ა, ეს ხალ­ხი ვის მის­ცემს არ­ჩევ­ნებ­ში ხმას? - რა თქმა უნ­და, სა­ა­კაშ­ვილს და ნა­ცი­ო­ნა­ლებს. რატომ აზერ­ბა­ი­ჯან­ში ან სომხეთში ვერ შე­დი­ან? აქ კი, ვი­თომ­და გვი­რაბს აშე­ნე­ბე­ნო, სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მო­იყ­ვა­ნეს, თით­ქოს ქარ­თვე­ლე­ბი ვერ აა­შე­ნებ­დნენ ამ გვი­რაბს. მაშ, ვინ აა­შე­ნა წი­ფის გვი­რა­ბი, რო­მე­ლიც უკ­ვე ასი წლი­სა­ა? ეს არის ძა­ლი­ან სა­ში­ში თა­მა­ში, რო­მელ­საც სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­თან და პატ­რი­ო­ტიზ­მთან. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ხუ­თი­ანს შე­მო­ხა­ზავს, არც ქარ­თვე­ლია და არც მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, ის გა­ყი­დუ­ლია ოც­და­ათ ვერ­ცხლად, მას გათხ­ო­ვი­ლი კა­ცე­ბი­სა და გე­ი­აღ­ლუ­მე­ბის ბე­დი უფ­რო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე თა­ვი­სი ქვეყ­ნი­სა.

ხა­რა­გა­ულ­ში მცხოვ­რებ­თა გან­ცხა­დე­ბით ჩი­ნე­ლე­ბი იქ რამ­დე­ნი­მე თვე­ა, მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დე­ბენ.

"ხა­რა­გა­ულ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა უმუ­შე­ვა­რი­ა, მაგრამ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მა­ინც ჩი­ნე­ლებს ასაქ­მებ­ს. უცხო ადა­მი­ანს ეგო­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­საქ­მე­ბის პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რი­ლია და მუ­შა­ხელს საზღ­ვარ­გა­რეთ ეძე­ბენ", - ამ­ბობს ხა­რა­გა­უ­ლის მკვიდ­რი დო­დო გა­გუ­ა.

"მა­შინ, რო­ცა ყო­ველ­წლი­უ­რად ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბის რიცხ­ვი კა­ტას­ტრო­ფუ­ლად იზ­რდე­ბა, საქართველოში ჩი­ნე­თის ათე­ულ ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე ჩა­მო­სახ­ლდა. თუ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" არ აბო­დებ, ვერც სამ­სა­ხურს ეღირ­სე­ბი და ვერც ნორ­მა­ლურ მო­მა­ვალს, რი­სი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც ჩი­ნე­ლე­ბი­ა: მხარს უჭე­რენ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", მა­თი მა­ი­სუ­რე­ბიც აც­ვი­ათ და სამ­სა­ხუ­რიც აქვთ და ხელ­ფა­სიც", - განგვიცხადა ხა­რა­გა­უ­ლის მკვიდ­რმა ჯე­მალ მა­ი­სუ­რა­ძემ.

P.S. ხა­რა­გა­ულ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ჩი­ნე­ლე­ბის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე ჩი­ნუ­რი დრო­შა ფრი­ა­ლებს.

სტატია: "მა­ლე სა­ქარ­თვე­ლოს ეყო­ლე­ბა ჩი­ნე­ლი გამ­გებ­ლე­ბი, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და შე­საძ­ლო­ა, მათ ქვეყ­ნის მარ­თვის ამ­ბი­ცი­აც კი გა­უჩ­ნდეთ"

ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძე, ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ: "We like Saakashvili" - "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი აფრიკელები

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"