პატრიარქი პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს

პატრიარქი პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას და მხედრობას მომავალ კვირას ბაგრატის ტაძარში იწვევს .

როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, მომავალ კვირას იხსნება ბაგრატის ტაძარი და ამასთან დაკავშირებით ის წირვა-ლოცვას ქუთაისში შეასრულებს.

"იქნება ბაგრატის ტაძრის კურთხევა. ტაძრის ამშენებელი მეფე ბაგრატი არის საქართველოს გამაერთიანებელი. ამიტომ ყველას, პოზიციას, ოპოზიციას, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს მომავალ კვირას გიწვევთ ბაგრატის ტაძარში", - აღნიშნა ილია მეორემ, რომელმაც ადამიანის ფენომენის სირთულესა და საკუთარი თავის შეცნობის მნიშვნელობაზე იქადაგა .

როგორც ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, ადამიანი ღვთის ქმნილებათა შორის სასწაულია - იგი ფიქრობს, მუშაობს, აღმოჩენებს აკეთებს კოსმოსში და ყველგან, თუმცა, საკუთარი თავი ვერ შეისწავლა.

"რომაელი ფილოსოფოსი ამობობს – შეიცანი თავი შენი, ეს ნათქვამი ნათქვამად დარჩა. ადამიანი ხშირად უცხოს უფრო სწავლობს, ვიდრე თავის თავს. ბრძენი სოლომონი ამბობს: ჟამი არს ნგრევისა - ჟამი არს შენებისა, ჟამი არს ომისა - ჟამი არს მშვიდობისა. ე.ი. ის მოვლენები, რომელიც ხდება ადამიანთა შორის, ურთიერობა, ომები, თუ სხვა, ყველაფერი ადამიანზეა აწყობილი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მონაწილე ხდება ან ნგრევისა ან შენებისა", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ბედნიერია ადამიანი, რომელიც აშენებს, ხოლო უბედურია, რომელიც ანგრევს. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ზოგს ჰგონია, რომ აშენებს, მაგრამ სინამდვილეში ანგრევს, ზოგი კი პირიქით, ფიქრობს, რომ ანგრევს და სინამდვილეში აშენებს.

"საოცარი კანონებია ღვთისა, აღმოსავლური მეცნიერება ამბობს – სიხარულო, შენ ხარ საწყისი მწუხარებისა და მწუხარებავ, შენ ხარ საწყისი სიხარულისა. სიხარული და მწუხარება მუდმივად ერთმანეთს ცვლიან, ამიტომ ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს და უნდა გვახსოვდეს, რომ მონაწილე ვიყოთ შენებისა და სიკეთის კეთებისა", - ბრძანა უწმინდესმა და ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს მადლი სულისა წმიდისა, რათა მათ აკეთონ სიკეთე, გაეხსნათ გონება და დაინახონ ნება ღვთისა. "შევთხოვთ უფალს მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ადამიანთა შორის", - ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირი მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. ასევე დალოცა გვარები: კახაბერიძეები, კახბერიძეები, კახაბრიშვილები, სოლომნიშვილები, ნატრიაშვილები, გვრიტიშვილები, ჟიჟიაშვილები, ჩხეტიანები, ქარქაშიძეები და ზურაბიანები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"