გივი ბერიკაშვილი - არჩევნები იმისთვის არის მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ

გივი ბერიკაშვილი - არჩევნები იმისთვის არის მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ

არჩევნები იმისთვის არის მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ, - ამის შესახებ მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა თელავში, "ქართული ოცნების" აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სცენაზე დგომის 50 წელზე მეტის განმავლობაში ასეთი დაბნეული არასოდეს ყოფილა. "მინდა, ჩემი ქვეყანა ბედნიერი იყოს. ბედნიერები გაიზარდონ ჩვენი შვილები. ეს არჩევნებიც იმისთვის არის მოგონილი, რომ რამდენიმე წელში ერთხელ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთოთ. როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ორომტრიალში ფეხის ჩაყოფა გადაწყვიტა, ძალიან გამიხარდა, რადგან ვიცი, რისთვის მოდის, რისი გაკეთება უნდა და ძალიან მიხარია, რომ მთელი საქართველო გვერდით უდგას", - განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.

მსახიობმა ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა მისი შვილის, მანანა ბერიკაშვილისადმი ნდობის გამოცხადებისთვის, რომელიც კოალიციის გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატია. "მე არაფერს მოგიწოდებთ. უბრალოდ, ვისაც სამშობლო გიყვართ და მისი მომავალი გაინტერესებთ, დაფიქრდით და ისე გადადგით ნაბიჯი", - მიმართა გივი ბერიკაშვილმა ერეკლეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"