კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:05 / 16-09-2012
"ნათია მოგელაძეს უთქვამს, ორი შვილი მყავს და ეკლესიურად ვცხოვრობო"
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასულიერო პირები ქადაგებაში მრევლს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მეუფე აბრაამი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ აქტიურ სახესა და საკრებულოს წევრ მამუკა ახვლედიანთან ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩადის და ქადაგებისას მრევლს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერისკენ მოუწოდებს; ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი მრევლს სექტემბერში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ ესაუბრება...
ამ საკითხზე კომენტარი ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილს ვთხოვეთ.

- მამა ბართლომე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შემოქმედის მიტროპოლიტმა საშინელი სიტყვებით დაწყევლა ყველა, ვინც არჩევნებში ნაციონალებს არ მისცემს ხმას. აქვს კი სასულიერო პირს მრევლის დაწყევლის უფლება არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გამო?
- წმინდა სინოდმა სასულიერო პირებს აუკრძალა პოლიტიკაში ჩარევა. სინოდის წევრების მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მრევლისთვის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭრისკენ მოწოდება ჩემთვის მიუღებელია. მსაყვედურობენ, რომ არ უნდა მიმეღო მონაწილეობა "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციაში და არ უნდა გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება რომელიმე პიროვნების მიმართ, ისინი კი ამბიონიდან აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს. ასეთი საქციელი ზნეობრივი არ არის. რაც შეეხება წყევლას, ასეთი შემთხვევა მეც მქონდა, ამის უფლება აქვს სასულიერო პირს, მაგრამ არავის აქვს უფლება, ადამიანის არჩევანში ჩაერიოს. თუმცა დანამდვილებით არ ვიცი, მეუფე იოსებმა მართლა დაწყევლა თუ არა ის ადამიანები, ვინც არჩევნებში ნაციონალებს არ დაუჭერს მხარს. თუკი მან მრევლი ამის გამო დაწყევლა, რა თქმა უნდა, ეს უზნეობაა.

- თქვით, მეც დამიწყევლია ვიღაცო. ნათია მოგელაძეს გულისხმობდით?
- ჩემი წყევლა კონკრეტულად ბოროტების ჩამდენს ეხებოდა. ხალხის დაწყევლა იმისთვის, რომ თავიანთი ნება და არჩევანი არ გამოხატონ და ხმა მისცენ სასულიერო პირისთვის სასურველ კანდიდატს, არა მარტო ეთიკურად და ზნეობრივად არის გაუმართლებელი, ამის ჩამდენი კანონითაც უნდა დაისაჯოს.

- მამა აბრაამი უცხოეთში მოგზაურობს ნაციონალ მამუკა ახვლედიანთან ერთად და ემიგრანტებს მოუწოდებს, არჩევნებში ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცენ...
- თუ რომელიმე სტრუქტურაზე ხარ დამოკიდებული, მაშინ არ გაქვს დამოუკიდებელი აზრი. ადამიანი, რომელიც დადის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან ერთად და თავის ქადაგებებში ამ პოლიტიკური პარტიის სასარგებლო განცხადებებს აკეთებს, ჩემი აზრით, ეს მისი ანგარიშვალდებულებაა ამ პოლიტიკური პარტიის მიმართ, რაც დიდი უზნეობაა.

- ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ქადაგებისას მრევლს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "თქვენ არ იცით, რა იქნება სექტემბრის ბოლოს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ შესაძლოა, მოგვიწიოს ამ ორ მხარეს შორის შუაში ჩადგომამ"...
- მოვისმინე ამ ქადაგების ჩანაწერი, მეუფე გრიგოლი ამბობს: - თქვენ არ იცით, სექტემბერში რა იქნება და ჩვენ შეიძლება შუაში ჩადგომამაც მოგვიწიოსო.... ეს ნიჰილიზმის და უნდობლობის დათესვაა მრევლში, საზოგადოებაში. ოპოზიცია და ბიძინა ივანიშვილი არ არის ის მხარე, რომელიც ძალას გამოიყენებს. ძალადობა მხოლოდ ხელისუფლებას ხელეწიფება.

- მამა ბართლომე, რას გვეტყვით სინოდის იმ წევრებზე, რომლებიც არ ემორჩილებიან სინოდის გადაწყვეტილებას?

- ორმაგი სტანდარტით ცხოვრება უზნეობად მიმაჩნია. პიროვნულ ცოდვებს არ განვიხილავ, მაგრამ როცა საქმე საზოგადოებრივ ცხოვრებას და ქვეყნის ბედს ეხება, მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ საკითხს.

- ცოტა ხნის წინ
"ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადეთ, თუ ნათია მოგელაძე არ შეწყვეტს ბოროტი საქმეების კეთებას, ანთემას გადავცემო. გამოიღო შედეგი თქვენმა მცდელობამ?

- როგორც შევიტყვე, მოგელაძე ერთ-ერთ ჩვენს ახლობელ მონაზონს დაუკავშირდა და შეხვდა ქაშუეთის ეკლესიაში. უთქვამს: ორი შვილი მყავს, ეკლესიურად ვცხოვრობ, მორწმუნე და პატიოსანი ვარო. ჩანს, შიში გაუჩნდა. ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ის, რომ ხალხს ჩამოართვეს სახლ-კარი, გაუყიდეს ყველაფერი და პილატესავით ხელები დაიბანეს, ძალიან დიდი ცოდვაა. თუკი მან იცის ეკლესიური ცხოვრება და ეს არ არის ფარსი, მეტადაც მოეთხოვება უფლისგან თავისი საქციელის გამო.

დარეჯან ლიპარტელიანი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
05:27 / 17-09-2012
ეს ტარტაროზი სხვებს მოუწოდებს პოლიტიკაში ნუ ჩაერევითო და თვითონ კი ბიძინას აღმერთებს და ადიდებს. მგონი კომენტარი ზედმეტია.
nugnug
04:55 / 17-09-2012
წყევლას რო ძალა ქონდეს მტელი ნაციონალები კაი ხნის გასვენებულები უნდა იყვნენ შევარდნაძე სააკაშვილის თამადობით.
რაც ამ გასიებულებს შემოსავალი აქვთ იმის 1 % მქონდეს და მწყევლონ მერე რამდენიც უნდათ.
676
მსგავსი სიახლეები
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:47 / 29-08-2014  Image ქართველი ქალი, რომელიც უკრაინაში იბრძვის
დოდო გუგეშაშვილი უკრაინელების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო
19:27 / 29-08-2014  Image ბრაზილიელი სექსსიმბოლო, რომელიც ქართველების საღამოს სტუმარი გახდება (+12 PHOTO)
"პალიტრა-TV" ოქტომბრიდან ახალი ბრაზილიური სერიალის "თურქული ვნება" -ს ჩვენებას იწყებს
11:01 / 29-08-2014  Image ფიზიკური დაპირისპირება სალომე ქათამაძესა და მის ყოფილ ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე - მომღერალი ოჯახის დანგრევის მიზეზებზე საუბრობს
ექსკლუზივი: "არ ვიცი გიგიმ იეჭვიანა თუ რა იფიქრა, მაგრამ..."
13:53 / 29-08-2014  Image რა მისწერა ალა პუგაჩოვამ ვლადიმერ პუტინს?

ალა პუგაჩოვამ პუტინს სახალხო განცხადება გაუგზავნა

02:33 / 17-07-2014  Image ჩვენ მათ "მოდუნებაში" ვეხმარებით - ტყვე გოგონას შემზარავი ისტორია ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქიდან
"გვპირდებიან, რომ გამარჯვების შემდეგ გაგვიშვებენ. არ გვცემენ თუ ვაკეთებთ იმას, რასაც გვეუბნებიან