საბავშვო ფოტოკონკურსის "სექტემბრის მეორე კვირის" გამარჯვებული გამოვლინდა. ყველაზე მაღალი რეიტინგი მარი მაღლაკელიძის ფოტომ მოიპოვა.
გამარჯვებული ფოტოს ავტორს საიტი "კონკურს.გე" საჩუქრად გადასცემს "გამომცემლობა პალიტრა L"-ის წიგნს სერიიდან "დისნეის ზღაპრები". პატარა ანასტასიას "სათამაშოების თავგადასავალი" გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება. ინტერნეტმომხმარებელს შეუძლია ხმა მისცეს "სექტემბრის მესამე კვირის"კონკურსის მონაწილეებს და ატვირთოს ფოტო "სექტემბრის მეოთხე კვირის" კონკურსში მონაწილეობისთვის.