რა დააშავეს ტურისტებმა?! - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

რა დააშავეს ტურისტებმა?!  - "N ტურს" და "ინტერკონტინენტალს" კლიენტები უჩივიან

ერთხელ ერთმა ნაცნობმა უცნაური ამბავი მიამბო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა თურქეთში დასვენების ბუმი იყო, ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიას მიმართა. დასასვენებლადაც გაემგზავრა, სასტუმროშიც დაბინავდა, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ტურისტულმა კომპანიამ სასტუმროს საჭირო ოდენობის თანხა არ გადაურიცხა. სასტუმროს მეპატრონემ დამსვენებელი ნომერში გამოკეტა და ქართულ ტურისტულ კომპანიას "მძევლის გამოხსნა" მოსთხოვა. საბედნიეროდ, ეს ამბავი "ჰეფი ენდით" დამთავრდა, თუკი "მძევლის" რამდენიმედღიან ნერვიულობას არაფრად ჩავთვლით...

ეს ამბავი წლების წინ მოხდა, როცა საქართველოში ტურისტული კომპანიები ახალწამოჩიტული იყვნენ და საკმარისი პროფესიონალიზმი და კონტაქტები არ ჰქონდათ. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლიენტები უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს დღესაც უჩივიან. ვინ როგორ აღმოჩნდა დასვენებისას გაუთვალისწინებელი სიტუაციის მძევალი და როგორ პასუხობენ ტურისტული კომპანიები "N ტური" და "ინტერკონტინენტალი" კლიენტების პრეტენზიებს, ამის გარკვევა ვცადეთ.

მარიკა დარჩია, "N ტურის" ერთ-ერთი კლიენტი: "როცა ტურისტულ სააგენტოს მიმართავ, ყველაფერი ზუსტად უნდა იცოდე, როდის გაფრინდები, რომელი ავიაკომპანია მოგემსახურება, სასტუმროს როგორი ნომერი დაგხვდება დაჯავშნული და ა.შ. არცთუ მცირე თანხას იმიტომ იხდი, რომ უპრობლემოდ დაისვენო. ჩვენთან კი სულ სხვაგვარი ვითარებაა, შესაძლოა ძვირად ღირებული დასვენება გაუგებრობით შექმნილმა დისკომფორტმა ჩაგიშხამოს. ახლახან ჩემი მეგობრებისგან შემდგარმა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტურისტულ კომპანია "N ტურს" მივმართეთ. კომპანია რამდენიმე ფაქტორით ავირჩიეთ: ჯერ ერთი, ცნობილია, მეორე - მომსახურების დეტალებს წინასწარ გაცნობს. ვიცოდით, რომ ანტალიაში დილის 8 საათზე უნდა გავფრენილიყავით, მაგრამ რამდენიმე საათით ადრე მეგობარმა დამირეკა, სააგენტომ მაცნობა, ფრენა გადაიდოო. ჩვენ გაგვაფრთხილეს მაინც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენივე რეისის მგზავრების ნაწილი არც გააფრთხილეს და დილის 6 საათიდან აეროპორტში მიიყვანეს. ასე რომ, დროულად ვერ გავფრინდით და ამან დისკომფორტი შეგვიქმნა თუნდაც იმიტომ, რომ პირველივე დღეს ვერ გავედით ზღვაზე, სასტუმროში პირდაპირ ღამის გასათენებლად შევედით. მოკლედ, რეისის გადადებამ ერთი დღე დაგვაკარგვინა.

დასვენების ბოლო დღესაც არ ჩაუვლია უსიამოვნების გარეშე. წამოსვლის წინა დღეს ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს სასტუმროდან გამოსახლება დაუპირეს, არადა, თანხა გადახდილი ჰქონდა, მაგრამ რაღაც შეცდომის გამო მისთვის წინა დღის რიცხვით იყო დაჯავშნული ნომერი. დავიწყეთ რეკვა თბილისში, "N ტურის" სათავო ოფისში, სადაც გვითხრეს, თქვენი მეგობარი ამ ღამით საკუთარი ფულით დარჩეს სასტუმროში და თბილისში რომ დაბრუნდება, ავუნაზღაურებთო. ხომ შეიძლებოდა, რომ ფული წამოსვლის წინა დღეს დაეხარჯა? ასეთი მოულოდნელობის წინაშე რატომ უნდა აღმოჩენილიყო? თან პატარა თანხა სულაც არ იყო. გამოდის, ბავშვებით ღამე ქუჩაში უნდა გაეთია? ვერც წამოსვლისას გამოვფრინდით იმ რეისით, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, თითქმის 2 საათით გადაიდო ფრენა. თანაც, ჩვენს ორ თანამგზავრს უთხრეს, თქვენი ადგილი არა გვაქვსო და სხვა თვითმფრინავში გადასვეს. ძებნა რომ დავიწყეთ, თავად დაგვირეკეს, მეორე თვითმფრინავში ვართო. მოკლედ, ცოლმა ერთი თვითმფრინავით იმგზავრა, ქმარმა და მაზლმა - მეორით.

ცხადია, ასეთი რამ უცხოეთში რომ მოხდეს, რეაგირების გარეშე არავინ დატოვებს. ჩვენთან კი რატომღაც იმედი აქვთ, რომ ყველაფერი გაუვათ და სხვისთვის მიყენებული ზარალი შერჩებათ. "N ტურის" ოპერატორიც, რომელსაც ყველა პრობლემის გამო ვურეკავდით, მძიმე დღეში იყო, რადგან რასაც ხელმძღვანელობა ეუბნებოდა, იმას აკეთებდა.

ბევრი რამ ჩვენი ბრალიც არის, - თავის დროზე, პასუხს არავის ვთხოვთ. არადა, ამით ტურისტული კომპანიის სხვა კლიენტების ინტერესებს ვაზარალებთ".

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"