ილია მეორე - სტუდენტების რეაქცია იყო ძალიან სამართლიანი და ეს არის ბარომეტრი ჩვენი სულიერებისა

ილია მეორე - სტუდენტების რეაქცია იყო ძალიან სამართლიანი და ეს არის ბარომეტრი ჩვენი სულიერებისა

ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ყურადღება მომხდარის მიმართ, სტუდენტების რეაქცია იყო ძალიან სამართლიანი და ეს არის ბარომეტრი ჩვენი სულიერებისა - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ჯვართამაღლების დღესასწაულზე სამების ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს დღესასწული მიულოცა, ჯვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშა რომ ჯვარი არის ღვთისაგან ბოძებული უდიდესი ძალა. პატრიარქმა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.

"მოგვიახლოვდა არჩევნები და ეს ვნებები უფრო და უფრო ახლოვდება, უფალს უნდა მივანდოთ ჩვენი სამშობლო, ეკლესია. მე მინდა ვთქვა, რომ ამ გაჭირვების პერიოდში ჩვენმა ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა გამოიჩინეს განსაკუთრებული ყურადღება ამის მიმართ, ეს ძალიან მოსაწონია და არის ბარომეტი ჩვენი სულიერებისა. ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ ეს უმსგავსობა, რომელიც ტელევიზიით აჩვენეს, მოითმინოს.

ერთ-ერთი ქადაგების დროს ვთქვი, რომ მსგავსი რამ სხვაგანაც ხდება. მე არ ვგულისხმობდი იმას, რაც ჩვენ გვაჩვენეს, არამედ ადამიანის შეურაცხყოფის, ცემის ფაქტებს. მოდიოდა ამბები ჩვენთან, რომ ხდებოდა პატიმრების მიმართ ცუდი მოპყრობა, არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, მოადგილეებისთვის, თქვენ როგორ უყურებთ ამას, პატიმარი ისედაც დასჯილია, და დაუშვებელია ღირსების შემლახავი მოპყრობა, შეურაცხყოფა. მიმტკიცებდნენ, რომ ეს არ ხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოფილა და დიდად სამწუხაროა, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო. ყოვლად დაუშვებელია ასეთი მოპყრობა ამ გაჭირვებული ხალხის მიმართ, ეს არასდროს არ უნდა განმეორდეს. ვფიქრობ, შეიქმნება კომისია, სადაც იქნება სასულიერო პირები, ჩვენი მღვდელმთავრობა, უფრო ყურადღებით იქნებიან ამ პრობლემის მიმართ და მომხდარს გამოიძიებენ.

ზოგიერთმა მიიღო ჩემი სიტყვები, თითქოს მე ვამართლებდი. როგორ შეიძლება ეს გაამართლო. ეს იყო დიდი ტკივილი ჩემთვის და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია. მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება ღვთის მადლით. ამ საკითხზე არაერთი ეპისტოლე დამიწერია, არაერთხელ მივსულვარ ციხეებში, ვეკითხებოდი, ხომ არ ავიწროებდნენ, აწამებდნენ, მსგავსი არაფერი უთქვამთ, შეიძლება შიშით. ციხეებში არის ტუბერკულოზით, შიდსით დაავადებული პატიმრები და არის საფრთხე რომ შესაძლოა, სხვასაც გადასდონ დაავადება, ამიტომ მძიმე ავადმყოფები საჭიროა, გაუშვან სახლებში, რომ იქ იმკურნალონ", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

ასევე, უწმინდესმა მოიხსენია სოხუმის დაცემის დროს დაღუპულები. კერძოდ მღვდელმონაზონი ანდრია, იური ანუა, მამია ალასანია, ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, გენერალი გენო ადამია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ბრძოლის დროს დაეცა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს მეტეხის ხიდზე 18:00 საათზე გაიმართება პარაკლისი, ხოლო შემდეგ სამებისკენ გაიმართება მსვლელობა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"