ევრაზიის ინსტიტუტის საინფორმაციო პორტალ "პოლიტფორუმის" (http://geurasia.org/geo/1301/vertmfreni---saakashvilis-sachuqari-tavisi-piradi-mfrinavis-cols.htm) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირადი მფრინავის მეუღლეს დაბადების დღეზე, არც მეტი, არც ნაკლები, ვერტმფრენი აჩუქა.
"მიხეილ სააკაშვილის პირადი მფრინავი, გვარად ქორთოშიძე ისევე სარგებლობს ჯერ კიდევ საქართველოს ფაქტობრივი პრეზიდენტის მფარველობითა და უხვი საჩუქრებით, როგორც მრავალი სხვა სააკაშვილის გარემოცვიდან. ქორთოშიძის ვაჟიშვილი თბილისის აეროპორტის დაცვის სამსახურის უფროსია. ქორთოშიძეების მთელი კლანი ფლობს ძვირფას ავტომანქანებს, ყველა ამ ავტომანქანას აქვს სერია "ქორ", ხოლო ნომრები იწყება 001, 002 და ასე შემდეგ. ამ ახლად მოვლენილი "არისტოკრატიის" საოჯახო იერარქიის შესაბამისად".
ნინო მაისურაძე
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)