Daily Mail-ი 132 წლის ანტისა ხვიჩავაზე წერს

Daily Mail-ი 132 წლის ანტისა ხვიჩავაზე წერს

132 წლის ანტისა ხვიჩავა გარდაიცვალა. ის მსოფლიოში ყველაზე ხნიერი ცოცხალი ქალბატონი იყო და შესაძლოა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც კი შევიდეს, - ანტისა ხვიჩავას შესახებ ვრცელ სტატიას ბრიტანული გავლენიანი გამოცემა Daily Mail აქვეყნებს.

Daily Mail-ი წერს, რომ ანტისა საქართველოში, სოფელ საჩინოში ცხოვრობდა. ქალბატონს საბჭოთა დოკუმენტები ჰქონდა, რომელშიც მითითებულია, რომ 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა, მაგრამ მისი ასაკი კამათის თემაა.

ხვიჩავა 42 წლის შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა და სამსახური (ანტისა მეჩაიე იყო) 1965 წელს მიატოვა, როდესაც 85 წელი შეუსრულდა. ანტისას 12 შვილიშვილი, 18 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილისშვილი ჰყავს. ანტისას შვილი მიხეილი 60 წლის ასაკში შეეძინა. ხვიჩავას 2 შვილი მეორე მსოფლიო ომის დროს შიმშილისგან გარდაეცვალა. ოფიციალური პირები, მეზობლები, მეგობრები და შთამომავლები აცხადებენ, რომ ანტისა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალბატონია, მაგრამ სამწუხაროდ მისი დაბადების სერთიფიკატი დაკარგულია; როგორც გამოცემა აცხადებს, ეს გასაკვირი არაა, რადგანაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანაში რევოლუციებისა და სამოქალაქო ომის დროს ბევრი დოკუმენტი დაიკარგა. თუმცა, ანტისას 2 საბჭოთა დოკუმენტი ჰქონდა, რომელიც მის ასაკს ადასტურებს.

სტატიაში წერია, რომ ანტისა ბოლო დროს მხოლოდ მეგრულ ენაზე საუბრობდა და 130-ე დაბადების დღეზე თარჯიმანს უთხრა: "ყოველთვის ჯანმრთელი ვიყავი და მთელი ცხოვრება ვმუშაობდი - ფერმასა და სახლში".

იხილეთ ვიდეო: 132 წლის ანტისა ხვიჩავა - სამ საუკუნეს მოსწრებული წალენჯიხელი ქალბატონი

ანტისა ხვიჩავა

ანტისა ხვიჩავა

ანტისა ხვიჩავა

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"