მაღალჩინოსანთა ღრეობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

მაღალჩინოსანთა ღრეობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გამოქვეყნდა შპს "დივას" და "ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის" ანგარიშფაქტურა, სადაც ჩანს, რომ სტრიპტიზკლუბ "დივაში" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა გარ­თობა თბილისის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. 2010 წელს კლუბ "დივას" მიერ გამოწერილი 2 ინვოისისა და 1 ანგარიშფაქტურის მიხედვით, "ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან" კლუბ "დივაში" 5 129 ლარი ჩაირიცხა, რითაც ფონდმა რამდენიმე ადამიანს აუნაზღაურა კლუბის მიერ გაწეული მომსახურება. უცნობია, კონკრეტულ­ად­ ვინ სტუმრობდა ამ სტრიპტიზკლუბს, თუმცა ანგარიშფაქტურებიდან ჩანს, რომ მათ საკმაოდ ხელგაშლილად უსარგებლიათ კლუბის მომსახურებით. ზემოაღნიშნული თანხა სასმელსა და სიგარებში დაიხარჯა, გარდა ამისა, ანგარიშფაქტურა წარდგენილია 29 სახეობის საქონელსა და მომსახურებაზე. სტრიპტიზკლუბი "დივა" რამდენიმე წლის წინ გაიხსნა კოსტავას ქუჩაზე. იმხანად მოსახლეობამ მათ სახლთან მსგავსი დაწესებულების არსებობა გააპროტესტა და მათ საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა, მაგრამ კლუბი არ დახურულა. მეტიც - მის თავზე სკოლა ფუნქციობს. "დივას" ხშირად სტუმრობენ პოლიტიკოსები, მაგრამ მათი ვიზიტები გოგონებთან ყოველთვის საიდუმლოდ რჩება. რამდენიმე თვის წინ "დივაში" პოლიტიკოსებისა და სხვა ცნობილი "სახეებისთვის" კოსტიუმირებული შოუც მოეწყო, მაგრამ ვინ სტუმრობდა "დივას", დღემდე საიდუმლოდ რჩება. კლუბში ხშირად იწყობდა დახურულ საღამოებს პრეზიდენტი სააკაშვილიც, რომლის დაცვაც ზოგჯერ გოგონების გადაადგილებასაც უზრუნველყოფდა. "ყველა სიახლე" სტრიპტიზკლუბ "დივას" ხელმძღვანელ პატრისია დელონს დაუკავშირდა:

- ქალბატონო პატრისია, ინტერნეტში გავრცელდა 2010 წელს შ.პ.ს. "დივასა" და "ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს" შორის გაფორმებული ანგარიშფაქტურა საიდანაც ჩანს, რომ თქვენს კლუბში "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების გართობას ქალაქის ბიუჯეტი ანაზღაურებდა...

- მე არ მინახავს ეს ანგარიშფაქტურა. ვესაუბრე ბუღალტერს და რადგან არსებობს დოკუმენტი ე.ი. ნამდვილად ასე იყო, ტყუილად ხომ არ გაფორმდებოდა ანგარიშფაქტურა? თუმცა არ ვიცი, ვინ ისარგებლა ამ მომსახურებით, სამი წლის წინანდელ ამბავზე მეკითხებით. ისედაც არ მახსოვს ვინ ვინ არის, თუ სახით ვერ ვცნობ.

P.S. ვცადეთ, ამ საკითხზე კომენტარი მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლებისგანაც მო­გვეპოვებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ჩინოვნიკები სტრიპტიზკლუბ დივაში

იხილეთ ვიდეო: თბილისის ბიუჯეტით დაფინანსებული გართობა სტრიპტიზ-კლუბში

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"