როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე

როგორ ვებრძოლოთ სიმსივნეს საწყის ეტაპზე

ჰომეოპათია ბიომარეგულირებელი თერაპიაა და მცენარეულ, მინერალურ და ცხოველურ სამკურნალო საშუალებებს უმცირესი დოზებით იყენებს. პრინციპი - მსგავსი იკურნება მსგავსით! ჰომეოპათიის უპირატესობებსა და მკურნალობის მეთოდებზე ცნობილი ექიმი-ჰომეოპათი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი გვესაუბრება და სასარგებლო რჩევებსაც გვაძლევს.

- ბატონო კახა, რა არის ჰომეოპათია და რა პრიორიტეტები აქვს მას ტრადიციულ მედიცინასთან შედარებით?

- ჰომეპათია მედიცინის ერთ-ერთი მიმართულებაა და ბოლო დროს მსოფლიო მასშტაბით დიდი პოპულარობა მოიპოვა. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მაგალითად, ინდოეთში ექიმების 50% სწორედ ჰომეოპათიური მკურნალობის მეთოდებს იყენებს, გერმანიაში - 25%, დიდ ბრიტანეთში - 40%. ინგლისის დედოფალი და მთელი სამეფო ოჯახი მხოლოდ ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობს. გემახსოვრებათ, რამდენიმე წლის წინ რა ამბავი ატყდა ღორის გრიპთან დაკავშირებით. მსოფლიოში დიდი პანდემიების დროს მილიონობით ადამიანი ავადდებოდა და იღუპებოდა, მაგრამ ვინც ჰომეოპათიური საშუალებებით მკურნალობდა, მათგან მხოლოდ 1% კვდებოდა. ზამთარი წინ გვაქვს და შესაბამისად, სხვადასხვა სახის ვირუსებიც გავრცელდება, ამიტომ მათ შესაბამისად მზად უნდა დავხვდეთ.

- რა არის ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი?

- მსგავსი იკურნება მსგავსით! ოღონდ - უმცირესი დოზით. ჰომეოპათიურ პრეპარატებში გამოიყენება როგორც მცენარეული წარმოშობის საშუალებები, ასევე მინერალები და სხვადასხვაგვარი შხამი. გააჩნია, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე. მთავარი მნიშვნელობა დოზებს აქვს. ჰომეოპათიურ წამლებს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები, წინარე ჩვენებები, მიჩვევის ეფექტი და ფაქტობრივად, მკურნალობის ნებისმიერ საშუალებებთანაა შეთავსებადი. საერთოდ, ბოლო პერიოდში მედიცინა თითქოს ვითარდება, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ის ადამიანს ერთ მთლიანობად არ აღიქვამს და მხოლოდ ცალკეულ ორგანოებს მკურნალობს. ხშირად გაგიგონიათ ალბათ ტერმინი - ნაღვლიანი ადამიანი, გულზე ნაღველი შემომაწვაო. ეს შემთხვევითი როდია. ასეთ ადამიანებს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, ექიმები კი მას გულსა და ნევროზზე მკურნალობენ. სინამდვილეში კი ვისაც ნაღვლის ბუშტი აწუხებს, დეპრესიისკენ აქვს მიდრეკილება. როგორ ფიქრობთ, როგორ ჯობია - ადამიანი მთლიანობაში აღვიქვათ თუ ცალ-ცალკე? ამითაა ჰომეოპათია პრიორიტეტული. იგი ადამიანს სწორედ მთლიანობაში აღიქვამს.

- როგორ მკურნალობთ გულსისხლძარღვთა დაავადებებს? რას გვეტყვით პრეპარატის - "გულის ელექსირის" შესახებ?

- გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ყველაზე ხშირია. რამდენიმე წლის წინ 3 წლის ბავშვი მომიყვანეს, რომელსაც გულის მანკი ჰქონდა და ურთულესი ოპერაცია ესაჭიროებოდა, მაგრამ ასაკი ხელს არ უწყობდა. ჩემ მიერ შექმნილი "გულის ელექსირით" ერთწლიანმა მკურნალობამ ბავშვი იმ დონეზე განკურნა, რომ ოპერაცია საერთოდ აღარ დასჭირდა! ასეთი სასწაულები ჰომეოპათიისთვის უცხო არაა. "ღორის გრიპი" რომ გავრცელდა, ვინც ჩემს პრეპარატს - "გრიპისისს" იღებდა, 2-3 დღეში იკურნებოდა ან საერთოდ არ ემართებოდა, ან - მსუბუქი ფორმით. ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა ქალთა გინეკოლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით - ანთებები და სიმსივნეები. სიმსივნის პრევენციის შესაძლებლობა ტრადიციულ მედიცინას არ გააჩნია, ჰომეოპათიაში კი უამრავი პრეპარატია. იგივე "მამოსილი", რომელიც ქალური დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში შეუცვლელია.

- პაციენტები ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოდიან?

- ჰომეოპათიას ძალიან კარგი შედეგები აქვს ჩიყვის მკურნალობის კუთხით. ცოტა ხნის წინ, ხელთ ჩამივარდა ამერიკელი მეცნიერის - მერფის წიგნი, სადაც წერს: ვთქვათ, პაციენტს აღმოაჩნდა ჩიყვი, ექიმები მას ჰორმონულ პრეპარატს უნიშნავენ, რისი წყალობითაც თითქოს ყველა მაჩვენებელი სწორდება, მაგრამ ამ დროს თავის ტვინი არასწორ სიგნალს იღებს და დროთა განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციას ვერ ახდენს და ხდება არა ჯირკვლის შემცირება, არამედ მისი ატროფია. ამიტომ ჰომეოპათიური მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. ასევე კარგი შედეგები გვაქვს გლანდების, მასტოპათიების, ფიბრომების მკურნალობისას. იმავე "გულის ელექსირითა" და "გრიპისით" უამრავი ცნობილი ადამიანი მკურნალობს და სულ უფრო და უფრო უკეთ არიან. იცით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატებისა და იმავე ფორმულების გამომგონებლისთვის ხელშეწყობას. ჩვენ განათლებით ექიმები ვართ, რომელთაც შემდგომ ავირჩიეთ ჰომეოპათია. საბედნიეროდ, გამოჩნდა ერთი კარგი ადამიანი, ბიზნესმენი, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბეთ "ლაზიკა ფარმა" და დღეს ეს კომპანია სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ, რეგისტრირებულ პრეპარატებს უშვებს.

- როგორც მსმენია, სიმსივნეების მკურნალობისას ჰომეოპათიას ასევე კარგი შედეგები ჰქონდა ცნობილი ექიმის - ალექსანდრე გაჩეჩილაძის პრეპარატის - "კატრექსის" წყალობით.

- წლების წინ ბედნიერება მქონდა, ბატონ ალექსანდრესთან "კატრექსის" ლაბორატორიაში მემუშავა - სამეცნიერო სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდით. გიამბობთ, თუ საიდან წამოვიდა "კატრექსის" ისტორია. ათეულობით წლების წინ საფრანგეთი ახდენდა ატომური იარაღის გამოცდას წყალქვეშ, წყნარ ოკეანეში. მაშინ ეს აკრძალული არ იყო. ამ დროს ყველა ცოცხალი ორგანიზმი იღუპებოდა, ზვიგენის გარდა - მასზე არც რადიაცია მოქმედებდა, არც სხვა რამ. გაჩეჩილაძე ამ ფაქტით დაინტერესდა და დიდი კვლევისა და სამეცნიერო მუშაობის შედეგად, ზვიგენის ღვიძლისგან უნიკალური პრეპარატი - "კატრექსი" შექმნა, რომელსაც არაჩვეულებრივი თვისებები ჰქონდა. ამჟამად ეს პრეპარატი აღარ არსებობს, თუმცა მისი რაღაც ნაწილი, უფრო სწორად - სქემები უკვე გამოვიყენე "მამოსილის" შექმნაში.

- რატომ აღარ არსებობს "კატრექსი"?

- ამის მიზეზი ფინანსებია. "კატრექსზე" კვლევა მაშინ ვერ დასრულდა. თუმცა, გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო რა ეტაპზეც გაჩერდა, იქ უკვე უნიკალური შედეგები ჰქონდა.

- როგორც ვიცი, გაჩეჩილაძემ ბევრი სხვა საინტერესო ნაშრომი დატოვა, რომლებიც თქვენთან ინახება. კიდევ რა დაავადებების განკურნების შესაძლებლობა ჰქონდა მას?

- საკმაოდ საინტერესო კონცეფციები გვაქვს სიმსივნეებთან ბრძოლის ასპექტში. სისტემატურად მიხდებოდა უკრაინაში, ერთ-ერთ ონკოლოგიურ სამეცნიერო კვლევით ცენტრში ჩასვლა, სადაც ამასთან დაკავშირებული უამრავი ნაშრომი დევს. დადგენილია ფაქტი, თუ რა შემთხვევაში ვითარდება სიმსივნე. კიბო ვითარდება, თუ ორგანიზმში სამი პირობა არსებობს - ტუტე გარემო სიმსივნური უჯრედის გარშემო, უჟანგბადობა და გლუკოზის გადაჭარბებული რაოდენობით მიწოდება.

- როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი ამ ყველაფერს და რა მეთოდებით ებრძოლოს საწყის პერიოდში?

- პირველ რიგში, მინიმუმამდე უნდა შეამციროს გლუკოზის მიღება. ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში არის საშუალებები, რომლებიც ამ ტუტე გარემოს განეიტრალებას ახდენენ. რამდენიმე წლის წინ, უკრაინაში საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა: სინჯარაში მოათავსეს  ჰეპატიტის, სხვადასხვა სიმსივნური უჯრედის კოლონიები და იქ ნიანგის სისხლი ჩაასხეს. საოცრება მოხდა: გარკვეული დროის შემდეგ, ყველანაირი ვირუსი განადგურებული იყო. ნიანგსაც, ზვიგენის მსგავსად, არანაირი დაავადება არ ემართება, ყველაზე ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და ამის საიდუმლო შემდეგში მდგომარეობს - მისი სისხლის მჟავე-ტუტოვანი წონასწორობა - იგივე PH, მკვეთრი მჟავიანობით გამოირჩევა, მჟავე გარემოში კი ნებისმიერი ვირუსი იღუპება. უკვე შემუშავებული გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, ვმუშაობთ ნივთიერებებზე, რომლებსაც ანტისიმსივნური მოქმედება აქვს. სიმსივნის დროს დიეტასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ტკბილეული საერთოდ უნდა ამოიღონ კვების რაციონიდან.

- შიდსით დაავადებული პაციენტები თუ მოდიან და რამდენად შეუძლია ჰომეოპათს მათი განკურნება?

- იცით, არის რაღაც თემები, რომელზეც ასე ღიად არ ვსაუბრობ. ეს ძალიან სერიოზული თემაა - ვირუსული იმუნოდეფიციტი. დავუშვათ, მე დღეს შევიმუშავე ფორმულა, რომელიც შიდსის ვირუსს არ აძლევს გააქტიურების საშუალებას. მინიმუმ 6 წელია საჭირო იმისთვის, რომ გაიაროს პრე და პოსტ კლინიკური კვლევები - ჯერ ვირთხებზე, შემდეგ მაიმუნებზე, ბოლოს კი - ადამიანებზე. ორ-ორ წელი თითო სტადიაზე და შემდეგ კიდევ ორი წელი მისი შედეგების შეჯამებისთვის. ასე რომ, ხვდებით ალბათ, ამაზე ასე ღიად არავინ ისაუბრებს.

- ჯანმრთელი ღვიძლი ერთ-ერთი აუცილებელი ორგანოა ადამიანისათვის. ხომ ვერ გვირჩევთ რაიმე რეცეპტს, რითაც მისი პროფილაქტიკა და გაწმენდა ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება?

- ღვიძლის გასაწმენდად ყველაზე მარტივ და უებარ საშუალებას გეტყვით. ეს არის წითელი ჭარხლის წვენით მკურნალობა. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსები. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით ღვიძლის მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. რეცეპტი ასეთია - მკურნალობა ჭარხლის წვენის მცირე დოზით იწყება (1 ჩ/კ დღეში) და თანდათანობით უნდა გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუსხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დატოვოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შემადგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.

- სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოსაწესრიგებლად კიდევ რას გვირჩევთ?

- ძალიან კარგია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ კოჭას, იგივე იმბირის ჩაი. კოჭას ფესვები აფთიაქში იყიდება და აუმჯობესებს კუჭის სეკრეციასა და სისხლის წარმოქმნას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რითაც სხვათა შორის, ასევე ხელს უწყობს წონის კორექციას. კალციუმის დღეღამური ნორმა 1500-დან 2500 მგ-მდეა. კალციუმის ერთ-ერთი წყარო აღნიშნული საშუალება გახლავთ.

- რომელი მცენარეებია ადამიანის ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო?

- მათი ჩამონათვალი 70-მდეა. მაგრამ მე რამდენიმე მათგანს დაგისახელებთ. ოროვანდის ფესვებიდან დავიწყოთ, რომელიც გამოიყენება ოსტეოქონდროზის, რევმატიზმისა და პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, სუნთქვითი ორგანოებისა და კუჭ-ნაწლავის, თირკმლებში კენჭების არსებობისა და შარდკენჭოვანი დაავადებების, კუჭში შეკრულობის, ბუასილის, კანზე გამონაყარისა და წყლულების სამკურნალოდ. ასევე კალანჰოე - ეს მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ქსოვილთა აღმდგენი თვისებები. ის აჩქარებს ანთებითი ექსუდატის გაწოვას ქსოვილებიდან, სწრაფად წმენდს ჭრილობებსა და წყლულებს ნეკროზული ქსოვილებისგან და აჩქარებს მათ შეხორცებას. კალანჰოეს სპირტიან ნაყენს სახსრების ანთებითი პათოლოგიების დროს სასწაული ეფექტი აქვს. გაცივების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან კარგია შტოშის წვენი. მას აქვს სიცხის დამწევი ეფექტი, შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი. შტოში ასევე ამაღლებს იმუნიტეტს. მე ახლა ჩამოგითვალეთ უძველესი რეცეპტები, მაგრამ ხვდებით ალბათ, რომ მათ ძირითადად პროფილაქტიკური ეფექტი აქვს. ამ მცენარეებს და მათგან მიღებულ სუბსტანციებს მე ვიყენებ ჩემს პრეპარატებში - "გულის ელექსირში", "გრიპისში" და "მამოსილში". უბრალოდ, ისინი უკვე ჰომეოპათიური მედიცინის ტექნოლოგიით არის დამუშავებული და კონკრეტულ ფორმულაში გადაყვანილი. რაც მთავარია, სამივე პრეპარატი უძველესი კოლხური მედიცინის საფუძვლებს ეყრდნობა, ჩემ მიერ 30 წლის განმავლობაში მეცნიერულად შესწავლილსა და დამუშავებულს.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"