პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

პატრიარქმა ბიძინა ივანიშვილს და დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს თანამდებობაზე არჩევას ულოცავს.

უწმინდესისა და უნეტარესის მისალოც ტექსტებს დღეს საპატრიარქო ავრცელებს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრად არჩევას. მართალია, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოღვაწეობა რთულ დროს მოგიწიათ, მაგრამ ღვთის წყალობით პრობლემები დაიძლევა. თორმეტი წლის წინ, როდესაც თქვენ წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყეთ, საუკუნის სიმბოლო აიგო; და ახლაც, როდესაც ქვეყნის უღელი დაიდგით, საუკუნის გამოწვევა მიიღეთ", - აღნიშნულია ივანიშვილისადმი პატრიარქის მისალოც ტექსტში.

ამასთან, უწმინდესი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიერ გაკეთებული არჩევანი, პირადი კეთილდღეობის უგულვებელყოფით გაკეთებული არჩევანია. პატრიარქი უსურვებს ივანიშვილს უფალმა შეაძლებინოს "ერის ჯვრის მშვიდობით ტვირთვა და ქვეყანაში ისეთი გარემოს შექმნა, სადაც მთავარი ფასეულობები იქნება ღმერთი, სამშობლო, ადამიანი". სამართლიანობის კეთილგონიერების, შორსმჭვრეტელობისა და შემწყნარებლობის პირობებში კი ერთიანი, მშვიდობიანი, ძლიერი საქართველოს სახელმწიფო აშენდება.

დავით უსუფაშვილისადმი მილოცვაში კი კათალიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ უსუფაშვილის მრავალწლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა დაგვირგვინდა.

"თქვენი ცოდნა და გამოცდილება, თქვენი გონიერება და სიდინჯე, ვფიქრობთ, დიდად წაადგება საქართველოს ამ ერთ-ერთი რთული და წინააღმდეგობით სავსე პერიოდის დაძლევაში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახი და მოგცეთ ძალა ღვთისა და ქვეყნის წინაშე ერთგული და თავდაუზოგავი მსახურებისათვის", - აღნიშნულია პატრიარქის უსუფაშვილისადმი მიმართვაში.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"