ქორეპისკოპოსი იაკობი - ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ

ქორეპისკოპოსი იაკობი - ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ

ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ, - ამის შესახებ პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სამების საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის შემდგომ ქადაგებისას ბრძანა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ერთ-ერთი ბოლო ქადაგებისას გარკვეულ პირებს მიმართა, გადაეხედათ ცხოვრებისთვის, გამოეხატათ სინანული და მიეღოთ ქართველი ერის არჩევანი. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით ამ სინანულს და აღიარებას ვერ ხედავს.

"ხალხს ვცეთ პატივი, თუ ღმერთის არ გვწამს და ბოდიში მოვუხადოთ. ადამიანი მონობისთვის არ არის შექმნილი. ბელადობის დრო წავიდა", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

როგორც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა აღნიშნა, ეკლესია ქვეყანაში თავისუფალი და გახსნილი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას არ უშინდება და მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ხელი უნდა შეეწყოს.

"დღეს ხელისუფლების გადაბარების მძიმე პერიოდია და სინანული და შეცდომების აღიარება ხელს შეუწყობდა ერის უფრო გაერთიანებას. არჩევნების შემდეგ ერის გაერთიანების იმედი ჩაისახა, მაგრამ ხელშეწყობა უნდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს", - ბრძანა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა წმინდა გიორგის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი იყო უძლეველი მხედარი, რომელმაც არაფრის გულისთვის არ უარყო უფალი და ის ყველასთვის მაგალითი უნდა იყოს.

მეუფე იაკობმა მრევლს გიორგობა და ყოვლადწმინდა სამების კურთხევის დღე უწმინდესის სახელითაც მიულოცა.

ამასთან, სამების საკათედრო ტაძარში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"