თავდაცვა, თუ სიამოვნების მიღება? - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზერვატივის სახეობებს განიხილავენ

თავდაცვა, თუ სიამოვნების მიღება? - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პრეზერვატივის სახეობებს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზერვატივის სახეობათა განსახილველად მოიცალა. როგორც ცნობილია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმად, ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზიებში "სექსუალური ხასიათის პროდუქციის" გაყიდვა 100-ლარით დაჯარიმდება.

სკოლებში და 18 წლამდე ასაკის პირთათვის განკუთვნილ დაწესებულებებში, ასევე ამ დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში, სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია 50-ლარით დაჯარიმდება. ასეთის პროდუქციის 18 წლამდე ასაკის პირისთვის მიყიდვა ასევე დაჯარიმდება 100 ლარით.

კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რა პროდუქცია შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის და რა - თავდაცვითი.

იხილეთ ვიდეო: "პრეზერვატივს გააჩნია"... - სახალისო განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"