ნორმა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობის შესახებ ძალაში მომავალი წლიდან არ შევა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ნორმის ამოქმედების ვადამ ერთი წლით გადაიწია.
ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მაშინ "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ავტომანქანების ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა განახლებულიყო.