პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა

პატრიარქმა ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მნიშვნელობაზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის, როგორც სამი უდიდესი საუნჯის მნიშვნელობაზე იქადაგა.

როგორც უწმინდესმა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, უფალი ამბობს - სადაც იქნება საუნჯე შენი, იქ იქნება გული შენი. "ეს არის უდიდესი საკითხი, რომელიც დგას ყოველი ადამიანის წინაშე - რაშია ჩვენი საუნჯე, მატერიალურ კეთილდღეობაში თუ სულიერ აღმავლობაში. მატერიალური ადამიანს მხოლოდ სამარის კარამდე მიაცილებს, სულიერი კი საიქიოსაც გაჰყვება", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ სამი უდიდესი საუნჯეა - ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ღმერთი არის თითოეული ადამიანის შემოქმედი, მფარველი და ყველაფრის საფუძველი.

"მეორე უდიდესი საუნჯეა სამშობლო. ადამიანმა, სადაც არ უნდა წავიდეს იგი, სასწავლებლად თუ სამუშაოდ, არ უნდა გაწყვიტოს კავშირი სამშობლოსთან, უნდა ახსოვდეს, სად არიან მისი წინაპრები. სამშობლო მუდამ გულით უნდა ვატაროთ, რადგან, როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა", - ბრძანა უწმინდემა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, მესამე საუნჯეა ადამიანი - ღვთის უნიკალური ქმნილება, რომელიც დედამიწაზე ერთხელ მოდის. "უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. ორ ერთნაირ ფოთოლს ან ყვავილს ვერსად ნახავთ. ჩვენ უნდა ვაფასებდეთ და პატივს ვცემდეთ ადამიანს, არ უნდა გავიმეტოთ იგი და ცუდი სიტყვით არ უნდა ვახსენოთ. ეს არის უნიკალური და უძვირფასესი ქმნილება ღვთისა. მთელი ქვენის საუნჯე არ ღირს ერთი ადამიანის სულად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს სამი საუნჯე - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", - ბრძანა პატრიარქმა.

უწმინდესმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ეს საუნჯე ახსოვთ. პატრიარქმა მოსახლეობას ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა და აღნიშნა, რომ მორწმუნეთათვის ახალ წელს თევზით ხსნილია.

დღევანდელ წირვას აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდიც დაესწრო, რომელიც პატრიარქთან საკურთხეველშიც იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"