7 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

7 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

7 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამინდის გაუარესება წვიმებით დაიწყება, შემდეგ კი ის თოვლჭყაპსა და თოვაში გადაიზრდება.

"5 და 6 იანვარს საქართველოში იწვიმებს, 7 იანვრიდან კი მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდის გაუარესებას ვვარაუდობთ. ეს ყველაფერი დაიწყება წვიმით და 8 და 9 იანვარს თოვლჭყაპსა და თოვაში გადავა.

ტემპერატურაც საკმაოდ დაეცემა, დღისით თბილისში სითბო მხოლოდ 3-4 გრადუსი იქნება, ღამით კი ყინვაა ნავარაუდევი, მათ შორის მხოლოდ დედაქალაქში ტემპერატურა -4 - -6 გრადუსამდე დაეცემა", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"